შინაარსზე გადასვლა

ტირინფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიკენისა და ტირინფას არქეოლოგიური ძეგლები
შექმნის პერიოდი ბრინჯაოს ხანა
სტატუსი საბერძნეთის არქეოლოგიური ძეგლი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები საბერძნეთის დროშა საბერძნეთი | ქვეყნის დროშა2 | name = საბერძნეთის დროშა საბერძნეთი | variant = | size =

}}
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii, iv, vi
რეგიონი აზია-ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1999  (23-ე სესია)
ნომერი 941
Map
http://odysseus.culture.gr/h/3/eh355.jsp?obj_id=2382
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 941
ინგლ.რუს.ფრ.

ტირინფა ტირინთი, ტირინთოსი (ბერძ. Τίρυνθα) — მიკენური არქეოლოგიური ძეგლი საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულზე, არგოლისის პრეფექტურაში.

ტირინფა დასახლებული იყო ნეოლითის ხანაში. წარმოადგენდა ბორცვზე მდებარე გამაგრებულ დასახლებას. იყო აქაველთა სახელმწიფოს ცენტრი ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში. განვითარების მწვერვალს მან ძვ. წ. 1400 -1200 წლებში მიაღწია. მისი გამორჩეული მახასიათებლები იყო მდებარეობა, ციკლოპური გვირაბები და განსაკუთრებით მისი კედლები, რომლის წყალობითაც ქალაქმა ჰომეროსისგან მიიღო ეპითეტი „ძლევამოსილკედლებიანი ტირიფნა". კედლები ქალაქს ძვ. .წ. 1400 წელს შემოავლეს. ის მოხსენიებულია ილიადაში და მოგვიანებით აღწერა პავსანია. კედლებს დატანებული ჰქონდა კოშკები, იარაღისა და სხვა სათავსოები, მისი სისქე ზოგ ადგილას აღწევდა 10 მეტრს. ციხესიმაგრე საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა მიწისქვეშა წყაროს.უძველეს დროში, ქალაქი დაკავშირებული იყო ჰერაკლესთან დაკავშირებულ მითებთან, ზოგიერთი წყარო კი მას ჰერაკლეს სამშობლოდ ასახელებს.[1] ტირინთის მეფე ძვ. წ. 1240 წელს იყო დიომედე, რომელიც ტროის ომში მონაწილეობდა. დორიელების შემოსევის შემდეგ ტირინთის აკროპოლისი ხანძარმა გაანადგურა და აქ ცხოვრება შეწყდა. აკროპოლისის ძირში არსებული ქვედა ქალაქი განაგრძობდა არსებობას ძვ. წ. 470 წლამდე, სანამ არგოსელებმა არ გაანადგურეს.

ტირინფას ცნობილ მეგარონს (სასახლე) გააჩნდა ფართო, სტუმრების მისაღები დარბაზი. სასახლის გარკვეული ნაწილი ჰერას ტაძარს წარმოადგენდა. მიკენური პერიოდის ნიწურულს, ქალაქი დასუსტდა და ახ. წ. II საუკუნეში, როდესაც მას გეოგრაფი პავსანია ეწვია, დაცარიელებულ გაუდაბნოებულ ტერიტორიას წარმოადგენდა. ტერიტორია პირველად 1884-1885 წლებში ჰაინრიხ შლიმანმა გათხარა. არქეოლოგიური სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს და მას ათენის გერმანული სკოლა, ასევე ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი აწარმოებს.

1999 წელს, ტირინფა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2002-08-07. ციტირების თარიღი: 2002-08-07.