შინაარსზე გადასვლა

დაფნის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაფნის, ოსიოს ლუკას და ნეა მონის მონასტრები

მონასტრის მოზაიკა
სტატუსი საბერძნეთის არქეოლოგიური ძეგლი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი და Protected building in Greece[1]
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები საბერძნეთის დროშა საბერძნეთი | ქვეყნის დროშა2 | name = საბერძნეთის დროშა საბერძნეთი | variant = | size =

}}
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1990  (მე-14 სესია)
ნომერი 537
Map
http://odysseus.culture.gr/h/2/eh255.jsp?obj_id=1514
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 537
ინგლ.რუს.ფრ.

დაფნი (ბერძ. Δαφνί) — მონასტერი ათენის გარეუბან ჩაიდარში. მდებარეობს ამავე სახელწოდების ტყის სიახლოვეს, ათენიდან ელევსიკისკენ მიმავალ ე. წ. წმინდა გზაზე.

მონასტერი VI საუკუნის მიწურულს დაარსდა აპოლონის სამლოცველოს ადგილას, რომელიც ახ. წ. 395 წელს გოთებმა დაანგრიეს. გამოყენებულ იქნა ძველი ტაძრის სვეტები და დახურული გალერეები.

მთავარი ტაძარი XI საუკუნის ბიზანტიური ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს. გააჩნია ჯვრის ფორმა და მაღალი გუმბათი. ეკლესია გამოირჩევა საუკეთესოდ შემონახული მოზაიკებით.

1205 წელს, ათენის ჰერცოგმა ოტო დე ლა როშმა ტაძარი ჯვაროსნებს, ბელევოს ცისტერიანულ სააბატოს გადასცა. ამის შემდეგ, ფრანგმა ბერებმა ეკლესია მრავალგზის გადააკეთეს, სანამ მათ თურქები განდევნიდნენ და 1458 წელს მონასტერს კვლავ მართლმადიდებლებს დაუბრუნებდნენ. ამის შემდეგ, გაღარიბებული მონასტერი თანდათან დაიშალა. 1821 წელს ოსმალეთის იმპერიის მმართველობამ ის გააუქმა. 1888 წლიდან იწყება აღდგენითი სამუშაოები.

1990 წელს, მონასტერი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

1999 წლის მიწისძვრის შედეგად, დაფნის მონასტერი მნიშვნელოვნად დაზიანდა და ამჟამად, აღდგენითი სამუშაოების გამო საზოგადოებისათვის დაკეტილია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://www.arxaiologikoktimatologio.gov.gr/el/monuments_info?id=148062&type=Monument