ეპიდავრი
ქალაქი | ||
---|---|---|
ეპიდავრი Επίδαυρος | ||
![]() | ||
ქვეყანა |
![]() | |
რეგიონი | არგოლისი | |
კოორდინატები | 37°38′00″ ჩ. გ. 23°08′00″ ა. გ. / 37.63333° ჩ. გ. 23.13333° ა. გ. | |
ოფიციალური ენა | ბერძნული ენა|ბერძნული | |
მოსახლეობა | 8 115 კაცი (2011) | |
ეროვნული შემადგენლობა | ბერძნები | |
რელიგიური შემადგენლობა | მართლმადიდებლობა | |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | |
საფოსტო ინდექსი | 21054 | |
საავტომობილო კოდი | AP | |
| ||
ეპიდავრი (ბერძნ. Επίδαυρος) — ქალაქი საბერძნეთში, მდებარეობს პელოპონესის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით. ანტიკურ პერიოდში წარმოადგენდა ეპიდავრიის მხარის ცენტრს. ცნობილია უძველესი თეატრითა (ნანგრევებიღაა შემორჩენილი) და ასკლეპიას ტაძრით. დღესდღეობით ნანგრევების გვერდზე წარმოქმნილია მეთევზეთა მცირე დასახლება.
ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები სწორედ თეატრი და ტაძარია. თეატრი ძვ.წ VI-V საუკუნეებით თარიღდება. ტაძარში მრავალი მომლოცველი მოდიოდა დაავადებებისგან განკურნების მიზნით. უკვე IV საუკუნეში საკმაოდ მნიშვნელოვანი ტაძარი გახდა საბერძნეთში და ასევე რომშიც. თეატრი, რომელიც ძვ.წ IV საუკუნით თარიღდება 14 ათას მაყურებელზე იყო გათვლილი. ძველი ბერძნების რწმენით დაავადებებისგან განკურნება არამარტო წამლებით, არამედ თეატრალური წარმოდგენებითაც შეიძლებოდა. ამჟამად თეატრის გვერდზე არქეოლოგიური მუზეუმია, რომელშიც საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ექსპონატებია დაცული.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საბერძნეთში
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|