შინაარსზე გადასვლა

ვერგინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერგინას არქეოლოგიური ძეგლი

ფილიპე II-ის აკლდამის ფასადი
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები საბერძნეთის დროშა საბერძნეთი | ქვეყნის დროშა2 | name = საბერძნეთის დროშა საბერძნეთი | variant = | size =

}}
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1996  (მე-20 სესია)
ნომერი 780
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 780
ინგლ.რუს.ფრ.

ვერგინა (ბერძ. Βεργίνα) — პატარა ქალაქი ჩრდილოეთ საბერძნეთში, ცენტრალური მაკედონიის პერიფერიაში. 2011 წლის ადგილობრივი მმართველობის რეფორმის შედეგად, შედის ვეროიის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. ქალაქი მსოფლიო მასშტაბით ცნობილი გახდა 1977 წელს, როდესაც ბერძენმა არქეოლოგმა მანილოს ანდრონიკოსმა აქ აკლდამები აღმოაჩინა, რომლებიც სავარაუდოდ მაკედონიის მმართველებს ეკუთვნოდათ და როგორც დღეს მიიჩნევენ, მათ შორისაა ფილიპე II-ის, ალექსანდრე მაკედონელის მამის საფლავიც. პირველი ვარაუდი, რომ ვერგინას არქეოლოგიური ძეგლი უძველესი ქალაქი ეგის ნაშთები იყო, 1968 წელს ბრიტანელმა ისტორიკოსმა ნიკოლას ჰამონიდმა გამოთქვა, რაც ანდრონიკოსის აღმოჩენებმა დაადასტურა.

თანამედროვე ვერგინა ქალაქ თესალონიკიდან 80 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, პიერიის მთის კალთებზე, ზღვის დონიდან 120 მეტრზე. მისი მოსახლეობა დაახლოებით 2000 ადამიანია.

1996 წელს, ვერგინას არქეოლოგიური ზონა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: