მეგარონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მეგარონის გეგმა. 1: ფოიე, 2: დარბაზი, 3: კოლონები
მეგარონის კომპლექსი მიკენეში

მეგარონი (ძვ. ბერძნ. μέγα — დიდი + ρον — დარბაზი) — ეგეოსის კულტურის (ძვ. წ. III-II ათასწლეულები) ეპოქაში ჩამოყალიბებული საცხოვრებელი შენობის სახეობა. მეგარონი იყო გეგმით სწორკუთხა ნაგებობა, რომელსაც ტორსულ ფასადზე ანტებიანი პორტიკი ჰქონდა. მთავარი დარბაზის შუაში მდებარეობდა კერა, ხოლო სახურავში დატანებული იყო საკვამური - ღიობი. ამ სახის მეგარონი ნაპოვნია ტროაში, ტირინთში, მიკენესა და სხვა ქალაქებში. მეგარონი საფუძვლად დაედო ჰომეროსის ეპოქის ძველ ბერძნულ ტაძრებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]