ტაიქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტაიკი)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg ეს სტატია დიდი სომხეთის პროვინციას ეხება. საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარის შესახებ იხილეთ ტაო.
ტაიქის პროვინციის მდებარეობა, მამიკონიანთა გვარის ექსპანსიის რუკაზე

ტაიქი (სომხ. Տայք) — ქართული ისტორიული პროვინცია ტაოს სომხური სახელწოდება. წარსულში დიდი სომხეთის ერთ-ერთი პროვინცია.

ოლქის სახელწოდება მომდინარეობს ქართველური ტომის – ტაოხებისაგან, რომლებიც ძვ. წ. XII საუკუნიდან სათავეში ედგნენ დიაოხის (იგივე ტაოხის, დაიაენის) სახელმწიფოებრივ გაერთიანებას. დიაოხს მოიხსენიებენ ასურული (ძვ. წ. XII—IX სს.) და ურარტული (ძვ. წ. IX—VIII სს.) ლურსმული წარწერები[1]. დიაოხი, სახელწოდებით ტაოხი, აღწერილი აქვს ქსენოფონტს თხზულება ანაბასისში. მას თავად გაუვლია ამ ტერიტორიაზე ძვ. წ. 401 წელს 10 000 ბერძენი ჯარისკაცის თანხლებით[2].

ძვ. წ. II საუკუნიდან, იბერიასთან წარმოებული ომების შედეგად, შემდგომი პერიოდის ტაიქის ტერიტორიას იპყრობს დიდი სომხეთის მეფე არტაშეს I. ამ ამბებთან დაკავშირებით მოგვიანო დროის სომხურ წყაროებში ჩნდება სახელწოდება "ტაიქი". სომხების მიერ დაპყრობილი პროვინცია ტაიქი მოიცავდა 8 კანტონს:

  • კოღი
  • ბერდაცფორი
  • პარტიზაცფორი
  • ჭაკქი
  • ბოღხა
  • ვოქაღე
  • აზორდაცფორი
  • არსიაცფორი

(სახელწოდებები მითითებულია სომხური წყაროების მიხედვით)

პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ბოღბერდი (ქართული წყაროების ბოლისციხე, ბოლი). პროვინციის ფართობი 40,105 კმ²-ს შეადგენდა.

387 წლიდან ბიზანტიის ხელშია. VIII საუკუნეში ბაგრატიონებმა ტაიქის (ტაოს) პროვინცია დაიბრუნეს – ის შეუერთდა ჯერ ქართლის სამეფოს, IX საუკუნის დასაწყისში ხდება ქართველთა სამეფოს (იგივე ტაო-კლარჯეთის სამეფოს) ნაწილი, ხოლო 1008 წლიდან ბაგრატ III-მ, მამის – გურგენ II-ის გარდაცვალების შემდეგ, პროვინცია საქართველოს სამეფოს შეუერთდა.

ტაიქი (ტაო) ამჟამად მთლიანად თანამედროვე თურქეთის შემადგენლობაშია – მცირე ნაწილი ართვინის პროვინციაში, ხოლო დანარჩენი — ერზურუმის პროვინციაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Г. А. Меликишвили, Урартские клинообразные надписи, Изд. Академии наук СССР, М., 1960
  • ინაძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 658-659, თბ., 1985 წელი.
  • Arutyunova-Fidanyan, Viada A., Some Aspects of the Military-Administrative Districts and Byzantine Administration in Armenia During the 11th Century, REArm 20, 1986-87: 309-20.
  • Garsoian, Nina. The Byzantine Annexation of the Armenian Kingdoms in the Eleventh Century, 192 p. In: The Armenian People from Ancient to Modern Times, vol. 1, edited by Richard G. Hovannisian, St. Martin’s Press, New York, 1977.
  • Hewsen, Robert. Armenia. A Historical Atlas. The University of Chicago Press, Chicago, 2001, Pp 341.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Г. А. Меликишвили, Урартские клинообразные надписи, Изд. Академии наук СССР, М., 1960, стр.424
  2. ინაძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 658-659, თბ., 1985 წელი.