განხილვა:ტაიქი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტატია „ტაიქი“ შეიქმნა ან გაუმჯობესდა
ქართულ-სომხური ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

რის საფუძველზე არსებობს ეს სტატია?[წყაროს რედაქტირება]

არსებობს სტატია "ტაო" ყველაფერი რაც ამ რეგიონს ეხება უნდა ეწეროს იქ, რატომ გვაქვს ეს დუბლირებული სტატია, სომხური სახელწოდებით? მაშინ დავწეროთ ახალი სტატია "ვრასტან"(საქართველოს სომხურ სახელწოდება). სომხურ ვიკიპედიაში არის სტატია "ტაო"? წასაშლელია ეს სტატია, ყველა ლოგიკით და წესებით,ქართული ვიკიპედიაა ეს ბოლობოლო.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 09:37, 22 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

სომხურ ვიკიპედიაში არის სტატია ტაო. — ჯაბა 1977 14:28, 22 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
სომხური ტაიქი და ქართული ტაო ორი სხვადასხვა პოლიტიკური წარმონაქმნია ორ სხვადასხვა ეპოქაში ერთსა და იმავე ტერიტორიაზე. ამავე ლოგიკით, არ უნდა გვქონდეს სტატია ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს შესახებ. Deu. 10:47, 24 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ორი სხვადასხვა წარმონაქმნი რას ნიშნავს? საუბარია ერთ კონკრეტულ რეგიონზე ზოგადად და არა კონკრეტულ ისტორიულ ხანაზე ხომ? ანუ რა ვქნათ ახლა, დავწეროთ სტატია "კონსტანტინეპოლი" და სტატია "სტამბული" ცალ-ცალკე? "გერმანია" და "დოიჩლანდი" და ა.შ.? არის სტატია ტაო, დაიწეროს იმ სტატიაში ყველაფერი, ისიც როდის იყო იბერიის, ისიც როდის დაიპყრო სომხეთმა, ისიც როდის დაიბრუნეს ქართველებმა, როდის დაიპყრეს ოსმალებმა და ა.შ. რა პრობლემაა? დუბლირება რა საჭიროა? რაც შეეხება ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს, თუ დააკვირდები ეგ იყო სამეფო და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ერთეული, ტაო კი დამოუკიდებელი და ცალკე სამეფო არ ყოფილა სომხეთის შემადგენლობაში, იყო რეგიონი როგორც მათთან ისე იბერიაში და შემდეგ საქართველოში. ამიტომაც გვაქვს სტატია ტაო-კლარჯეთის სამეფო და არა ტაოზე ვთქვათ XII საუკუნეში ან VII საუკუნეში, იმიტომ რომ მაშინ ის იყო ცალკე სამეფო და სტატია ეხება პირველ რიგში სამეფოს ამ რეგიონის ტერიტორიაზე და არა უბრალოდ და ზოგადად რეგიონს. პ.ს. 40,105 კვ.კმ ტაო გინდა ტაიქი არასდროს ყოფილა(რეგიონი) თქვენს მიერვე დადებულ რუკას დააკვირდით იქ მაქსიმუმ 10 000 კვ.კმ იყოს. 40 000 კვ.კმ აჭარა,შავშეთ,კლარჯეთი,ტაო,არტაანი,კოლა,ჩრდილი,სამცხე და ჯავახეთი რომ შეაერთოთ ისიც კი არაა... --Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 07:46, 25 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]