ჩარლი უოტსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩარლი უოტსი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჩარლზ რობერტ უოტსი
დაბ. თარიღი 2 ივნისი, 1941
დაბ. ადგილი ლონდონი[1]
გარდ. თარიღი 24 აგვისტო, 2021(2021-08-24)[2] [3] [1] (80 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი[4] [1]
დასაფლავებულია Devon
ჟანრ(ებ)ი როკი, ჯაზი, ბლუზი
საქმიანობა მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
აქტიური 1959 — დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Decca, Rolling Stones, Virgin
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Gretsch Drums
ჩარლი უოტსი ვიკისაწყობში

ჩარლზ რობერტ „ჩარლი“ უოტსი (ინგლ. Charles Robert „Charlie“ Watts; დ. 2 ივნისი, 1941 – გ. 24 აგვისტო, 2021) — ინგლისელი მუსიკოსი, როლინგ სტოუნზის დრამერი, პროდიუსერი და სიმღერების ავტორი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარლი უოტსი დაიბადა 1941 წლის 2 ივნისს, ლონდონის ჩრდილო-დასავლეთით კინგსბერში. კინგსბერშივე გაიზარდა დასთან, ლინდასთან ერთად, იქვე სწავლობდა 1952-1956 წლებში. სკოლის პერიოდიდანვე გამოირჩეოდა ხელოვნების ნიჭით, უყვარდა ასევე ფეხბურთიც. უოტსი ბავშვობაში ცხოვრობდა უემბლიზე (ლონდონის ჩრდილო-დასავლეთი), მაგრამ მისი სახლი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანულმა ბომბებმა იმსხვერპლეს.

მის მეზობლადვე ცხოვრობდა ცნობილი ჯაზ მუსიკოსი დეივ გრინი, მასთან ჩარლი დღემდე მეგობრობს. დეივმა და უოტსმა მუსიკალური კარიერა ერთად დაიწყეს 1958-1959 წლებში. ისინი უკრავდნენ ჯაზ-ჯგუფში-Jo Jones All Stars. ჩარლი მალევე გადავიდა რიტმ-ენდ-ბლუზზე. მუსიკოსს პირველი დასარტყმელი საკრავები მშობლებმა 1955 წელს შეუძინეს.

საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, მუსიკოსი ჩაირიცხა ხელოვნების სკოლაში (ამჟამად უესტმინსტერის უნივერსიტეტი), სადაც სწავლობდა 1960 წლამდე. სკოლიდან წამოსვლის შემდეგ ჩარლი მუშაობდა ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში (Charlie Daniels Studios) გრაფიკულ დიზაინერად, ასევე უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად სხვადასხვა კლუბებში. 1961 წელს უოტსი შეხვდა ალექსის კორნერს, ალექსისმა ჩარლის შესთავაზა რიტმ-ენდ-ბლუზ ჯგუფ „Blues Incorporated“-ში დაკვრა. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსს წარმატებული სამსახური ჰქონდა დანიაში, დათანხმდა შემოთავაზებას და 1962 წლის თებერვალში დაბრუნდა ლონდონში. მუსიკოსი აქტიურად უკრავდა ჯგუფში და თან პარალელურად დაიწყო მუშაობა ახალ სარეკლამო კომპანიაში. 1962 წლის შუა პერიოდში ჩარლი უოტსი პერველად შეხვდა ბრაიან ჯონსს, მიკ ჯეგერს, კით რიჩარდსს და იენ სტიუარტს. საბოლოოდ, 1963 წლის იანვარში ჩარლი უოტსი დათანხმდა როლინგ სტოუნზში დაკვრას.

მუსიკალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარლი უოტსი, 1965 წლის 4 მაისი, Georgia Southern University-ში როლინგ სტოუნზთან ერთად

მუსიკოსი როლინგ სტოუნზში დაკვრის გარდა, ასევე აქტიურად იყო ჩართული სხვა ღონისძიებებშიც. 1964 წელს გამოსცა ჩარლზ პარკერის ხსოვნისადმი მიძღვნილი მულტიპლიკაცია-„Ode to a High Flying Bird“. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად როკზე გადარეთო, ის მაინც აგრძელებდა ჯაზ მოღვაწეობას. 1970 წელს ის შეუერთდა ჯგუფს Rocket 88. 1980 წელს შემოიარა მთელი მსოფლიო big band-თან ერთად.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Charlie Watts Orchestra Live at Fulham Town Hall (1986/Columbia Records)
  • The Charlie Watts Quintet - From One Charlie (1991/Continuum Records)
  • The Charlie Watts Quintet - A Tribute to Charlie Parker with Strings (1992/Continuum Records)
  • The Charlie Watts Quintet - Warm and Tender (1993/Continuum Records)
  • The Charlie Watts Quintet - Long Ago and Far Away (1996/Virgin Records)
  • The Charlie Watts-Jim Keltner Project (2000/Cyber Octave Records)
  • The Charlie Watts Tentet - Watts at Scott's (2004/Sanctuary Records)
  • The ABC&D of Boogie Woogie - The Magic of Boogie Woogie (2010/Vagabond Records)
  • The ABC&D of Boogie Woogie Live in Paris (2012/Columbia Records)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]