შვედეთის გერბი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: gl:Escudo de Suecia
ბოტის დამატება: mk:Грб на Шведска; cosmetic changes
ხაზი 26: ხაზი 26:
{| cellspacing="0" cellpadding="5px" border="0"
{| cellspacing="0" cellpadding="5px" border="0"
|-
|-
| [[Image:Wappen schweden siebmacher.jpg|center|100px]]
| [[ფაილი:Wappen schweden siebmacher.jpg|center|100px]]
|
|
'''შვედეთის გერბი 1605'''
'''შვედეთის გერბი 1605'''
|-
|-
| [[Image:Unionsvåpen norsk kongeflagg.jpg|center|100px]]
| [[ფაილი:Unionsvåpen norsk kongeflagg.jpg|center|100px]]
|
|
'''შვედეთისა და ნორვეგიის გაერთიანებული სამეფოს გერბი'''
'''შვედეთისა და ნორვეგიის გაერთიანებული სამეფოს გერბი'''
ხაზი 77: ხაზი 77:
[[ko:스웨덴의 국장]]
[[ko:스웨덴의 국장]]
[[lt:Švedijos herbas]]
[[lt:Švedijos herbas]]
[[mk:Грб на Шведска]]
[[no:Sveriges riksvåpen]]
[[no:Sveriges riksvåpen]]
[[pl:Herb Szwecji]]
[[pl:Herb Szwecji]]

15:56, 2 იანვარი 2010-ის ვერსია

შვედეთის დიდი გერბი
მცირე გერბი

შვედეთის გერბი ოფიციალურად ორი ვარიანტით არის წარმოდგენილი — დიდი (stora riksvapnet) და მცირე (lilla riksvapnet).

ფარი

ფარი ოთხ ნაწილად არის გაყოფილი. პირველ და მეოთხე (ზედა მარცხენა და ქვედა მარჯვენა) ველზე სამ-სამი შვედური სამეფო გვირგვინია წარმოდგენილი. მეორე და მესამე (ზედა მარჯვენა და ქვედა მარცხენა) ველზე წარმოდგენილია ფოლკუნგების დინასტიის ტრადიციული ვეფხვი. მცირე ფარი შუაშია - ბერნადოდტების დინასტიის გერბი.

ფარისმჭერნი

ფარს ორი ლომი იკავებს; ლომებს გაორებული კუდები აქვთ, თავზე კი შვედური სამეფო გვირგვინი ადგიათ. დინგები ფარიდან მოცილებული აქვთ. ლომი ასწლეულების მანძილზე შვედური ჰერალდიკის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო და განსაკუთრებით სახელმწიფო გერბისა.

სამეფო ორდენები

ფარი შეიძლება სამეფო ორდენებით იყოს მორთული. დიდ გერბს ყოველთვის სერაფიმების ორდენით რთავენ ხოლმე, რაც შვედეთის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს წარმოადგენს. განსხვავებით მცირე გერბისგან, რომელსაც შეიძლება მხოლოდ სერაფიმების ორდენი ერტყას, დიდ გერბს შეუძლია ოთხივე ან ამ ოთხიდან რომელიმე გერბი ამშვენებდეს. მეტწილად ყველა გამოიყენება ხოლმე — ჩრდილოეთის ვარსკვლავისა, ვაზისა და ხმლისა. კარლ XIII ორდენი ასევე შეიძლება მოსავდეს ფარს.

ორდენები შემდეგი წესის მიხედვით ლაგდება — (ნაკლებმნიშვნელოვანი უფრო მნიშვნელოვნის წინ): კარლ XIII-ის, ვასას, პოლარული ვარსკვლავის, სვორდისა და სერაფიმის.

მცირე გერბი

მცირე გერბი ცისფერი ფარით არის წარმოდგენილი და სამეფო გვირგვინით დამშვენებული, რომელზეც სამი გვირგვინია გამოსახული (ორი ერთის ზემოთ). ფარს შეიძლება სერაფიმის ორდენის ლენტი ერტყას.

მცირე გერბს როგორც წესი შვედეთის მთავრობა და მისი სამსახურები იყენებენ. გერბს, ჰერალდიკის კოლეგიის ნებართვით, შეიძლება სამსახურებრივი მოღვაწეობის აღმნიშვნელი ჰქონდეს თანდართული. გერბი ყველა პოლიციურ მუნდირზეა ამოქარგული.

მოხმარების რეგულირება

გამოსახულების „ორი გვირგვინის ერთის ზემოთ“ ნებისმიერი გამოყენება, როგორც მცირე გერბზე, რეგულირდება შვედეთის კანონით. გერბის კომერციული მიზნებით გამოყენება აკრძალულია.

ისტორია

შვედეთის გერბი 1605

შვედეთისა და ნორვეგიის გაერთიანებული სამეფოს გერბი

რესურსები ინტერნეტში

]]