ფოლკუნგები
ფოლკუნგები (შვედ. Folkungaätten, აგრეთვე ცნობილი როგორც ბიელბოს საგვარეულო, Bjälboätten[1]) — შვედური არისტოკრატიული გვარი, რომლის წარმომადგენლებსაც XII-XIII საუკუნეებში იარლების თანამდებობა და შვედეთის სამეფო ტახტი ეკავათ; შემდეგ კი ნორვეგიისა და დანიის სამეფო ტახტიც.
დინასტიის დამაარსებელი - ფოლკე სქელი, ბიალბოში მამულის მეპატრონე (დინასტიას ამის გამო ბიალბოს სახლადაც მოიხსენიებენ). მისი შვილიშვილები ბირგერი, მაგნუსი და კარლი სამოქალაქო ომის პერიოდში ამაღლდნენ და 13 საუკუნის დამდეგს იარლების თანამდებობა ფოლკუნგების ხელში გადავიდა. 1330-იან წლებში მათ არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური ძალაუფლება ჩაიგდეს ხელთ ავადმყოფი მეფის ერიკ XI ერიქსსონის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენებით, რომელიც იარლ ფოლკე ბირგერსსონის ქალიშვილ კატარინაზე იყო დაქორწინებული და ბირგერ მაგნუსსონს სიძედ ერგებოდა. ერიკის სიკვდილის შემდეგ ბირგერმა მიაღწია თავისი არასრულწლოვანი ვაჟის მეფედ არჩევას და მისი სახელით შეუდგა ქვეყნის მართვას.
ფოლკუნგების მმართველობა, მიუხედავად შიდადინასტიური კონფლიქტებისა, რომლებშიც მეზობელი ქვეყნებიც კი ერეოდნენ, ერთიანობაში დადებითად აისახა ქვეყანაზე, პირველ ყოვლისა ეფექტიანი ადმინისტრაციისა და ჩვეულებრივი სამართლის სამეფო კანონებით შეცვლის სახით და ქვეყნის ცენტრალიზაციისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებით.
პირდპირი მამრობითი ხაზით დინასტიამ არსებობა XIV საუკუნეში შეწყვიტა. დინასტიის ისტორიის ნაწილი ერიკის ქრონიკაშია მოცემული.