ტარია ტურუნენი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
}}
 
'''ტარია ტურუნენი''' — [[ფინელები|ფინელი]] (ეთნიკურად [[ბალტიისპირელ-ფინელი ხალხები|ბალტიისპირელ-ფინელი]]) საოპერო, სრული ლირიკული [[სოპრანო]], [[მომღერალი]], [[პიანისტი]] და [[კომპოზიტორი]]. იგი დაიბადა [[1977]] წლის [[17 აგვისტო]]ს. ტარიას გამოშვებული აქვს სამიხუთი სოლო [[ალბომი]]. ის ცნობილია როგორც სიმფონიურ-პაუერ მეტალ ჯგუფ [[Nightwish]]-ის ყოფილი ლიდერი [[ვოკალისტი]]. [[Nightwish]] 1996 წელს დააარსეს ტარიამ და მისმა მეგობრებმა, [[ტუომას ჰოლოპაინენი|ტუომას ჰოლოპაინენმა]] და ერნო ვუორინენმა. ჯგუფის პირველი ალბომი იყო [[Angels Fall First]], რომელიც გამოვიდა [[1997]] წლის 1 ნოემბერს. ტარიამ ჯგუფი დატოვა [[2005]] წლის 22 ოქტომბერს, 9 წლიანი მუშაობის შემდეგ, ტურ "[[Once upon a Tour]]"-ის ბოლოს.
 
[[2006]] წელს, ტურუნენმა გამოუშვა საახალწლო ალბომი, ''[[Henkäys Ikuisuudesta]]'', რის შემდეგაც, 25 ნოემბრიდან 26 დეკემბრამდე გამართა კლასიკური ტური. [[2007]] წელს, ტარიამ გამოუშვა ''[[My Winter Storm]]'', რომელიც შეიცავს სხვადასხვა ჟანრებს, სიმფონიურ მეტალს, გოთიკურ მეტალს, კლასიკას და სხვ. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა ამ ალბომის 500,000 ასლი, ხოლო [[Nightwish]]-ის ალბომები მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 5,5 მილიონი ასლის ოდენობით. ალბომის ტური, ''[[Storm World Tour]]'', დაიწყო 2007 წლის 25 ნოემბერს და [[2009]] წლის 19 ოქტომბერს, ლონდონში დასრულდა.
ტარია ტურუნენი საოპერო [[სოპრანო]]ა (სრული ლირიკული სოპრანო) 3 ოქტავის დიაპაზონით. სიმღერისას შეუძლია [[მეცო-სოპრანო]]სა და [[კონტრალტო]]ს ნოტების გამოყენება, რამდენიმე სიმღერაში იყენებს [[სოპრანო|კოლორატურული სოპრანოს]] ნოტებსაც.
 
ტარია თითქმის ყველა ნაწარმოებს ასრულებს საოპერო ტექნიკით — როგორც კლასიკურს, ასევე როკ-სიმღერას. ხშირად მოიხსენიება როგორც როკ–სოპრანო.
 
== დისკოგრაფია ==
* ''[[What Lies Beneath]]'' (2010)
* ''[[Colours In The Dark]]'' (2013)
* ''[[The Brightest Void|The Brightest Void (2016)]]''
* ''[[The Shadow Self|The Shadow Self (2016)]]''
 
== რესურსები ინტერნეტში ==
594

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ