შინაარსზე გადასვლა

დიაპაზონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიაპაზონი არის მანძილი ყველაზე დაბალ და ყველაზე მაღალ ბგერებს შორის. დიაპაზონი სასიმღერო ხმის ან საკრავის ბგერითი მოცულობაა.

დიაპაზონის მიხედვით, ადამიანის ხმები შემდეგნაირად იყოფა:

სიმაღლექალთა ხმებიმამაკაცთა ხმები
მაღალისოპრანოტენორი
საშუალომეცო-სოპრანობარიტონი
დაბალიკონტრალტობანი

ადამიანის ზოგიერთ ხმას აქვს საკუთარი ხასიათობრივი ელფერი ან ტექნიკურისაკენ მიდრეკილება, მისწრაფება ან მეტი ჟღერადობისაკენ ან დრამატიზმისა და დაძაბულობისკენ. ამისდა მიხედვით განარჩევენ ლირიკულს ან კოლორატიულ (ანუ ტექნიკურს) სოპრანოს, დრამატულ სოპრანოს და დრამატულ ბარიტონს, ლირიკულ ტენორს ან ლირიკულ მეცო-სოპრანოს და სხვ.