შინაარსზე გადასვლა

კარლსრუე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კარლსრუე
Karlsruhe
დროშა გერბი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
მხარე ბადენ-ვიურტემბერგი
კოორდინატები 49°01′00″ ჩ. გ. 8°24′00″ ა. გ. / 49.01667° ჩ. გ. 8.40000° ა. გ. / 49.01667; 8.40000
ქალაქის მერი Frank Mentrup
დაარსდა 1715
ფართობი 173.46 კმ²
ცენტრის სიმაღლე 115
მოსახლეობა 288 917 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 1 666 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0721
საფოსტო ინდექსი 76131–76229
საავტომობილო კოდი KA
ოფიციალური საიტი karlsruhe.de
ავტომობ. კოდი KA
კარლსრუე — გერმანია
კარლსრუე
კარლსრუე — ბადენ-ვიურტემბერგი
კარლსრუე

კარლსრუე (გერმ. Karlsruhe) — ქალაქი გერმანიაში, მდინარე რაინის მახლობლად (უკავშირდება არხით), ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში. 285,812 ათ. მცხოვრები (2006). დიდი სატრანსპორტო კვანძი, სამდინარო ნავსადგური. გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის საწვავის განმანაწილებელი ცენტრი (ნავთობი კარლსრუეში მიდის მარსელიდან წყლის გზითა და ნავთობსადენით). ნავთობსახდელი ქარხანა, სატრანსპორტო და ელექტრო მანქანათმშენებლობა, ლითონდასამუშავებელი, ქიმიური, პოლიგრაფიული, კვების მრეწველობა. კარლსრუედან 10 კმ-ზე არის ატომური კვლევის ცენტრი (ლეოპოლდსჰაფენი). უნივერსიტეტი, სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემია, ბადენის მხარის მუზეუმი (სიძველეთა კოლექცია), სამხატვრო მუზეუმი.

ქალაქი გაშენებულია რადიალურ-წრიული გეგმით. ბაროკოს სტილის სასახლიდან (1752-82, არქიტექტორი ლ. ფ. დე ლა გეპიერი, ფ. ა. კესლაუ) ჩრდილოეთისკენ მარაოსებრ იშლება საპარკო ხეივნები, ხოლო სამხრეთისკენ - ქალაქის ქუჩები. XIX საუკუნის I მესამედში არქიტექტორმა ფ. ვაინბრენერმა კარლსრუეში ააგო კლასიცისტური შენობები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]