ალექსანდრე როინაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბატონო დიმიტრი! ახლა ორიოდე სიტყვა მინდა მოგახსენოთ ჩემს მოგროვილ ნივთებზე და ჩემს განზრახვაზედ. ამგვარ ნივთების შეძენა და მოპოება ისე მეხალისება და ისე მიყვარს, რომ თითქმის ყველაფერს ნაკლებულობას დიდის სიამოვნებით ავიტან ხოლმე ოღონდ კი შევიძინო და შევმატო რამე ჩემს კოლექციასა. ამგვარი ხასიათის წყალობით დღეს თითქმის ექვსასი ნაჭერი ნივთი შევიძინე და ვაპირებ '''მოძრავი მუზეუმის გამართვას'''. ამგვარი მუზეუმის შედგენა მისთვის განვიზრახე, რომ მინდა ჩემი სიცოცხლის შემდეგ დავუტოვო წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას; საიდგანაც ექნება მუდმივი შემოსავალი თუ საქმეს კარგად აწარმოებს...}}
მოძრავი მუზეუმის გამართვას ალ. როინაშვილი 1887 წლიდან შეუდგა. "კავკასიური მუზეუმის" გამოფენები მოეწყო თემირხანშურაში, ასტრახანში, მოსკოვსა და პეტროგრადში. იგი შედგებოდა არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური განყოფილებებისაგან. წარმოდგენილი იყო ათასზე მეტი ფოტოსურათი.
 
[[1887]] წელს გაზეთი ივერია ქალაქ ასტრახანში როინაშვილის მუზეუმის გამოფენის გამო წერდა:
{{ციტატა|როინაშვილს მოუვლია კავკასია, თითქმის ოცი წლის განმავლობაში უმხნევია და დიდის მეცადინეობით შეუკრებია ძვირფასი საისტორიო და საარქეოლოგიო კოლექცია<ref>„ივერია“ 1887, №198</ref>.}}
 
ალექსანდრე როინაშვილს დაღესტანში შეგროვებული არქეოლოგიური მასალების გამო ახლო კავშირები ჰქონდა პეტერბურგისა და მოსკოვის სამეცნიერო წრეებთან. ამ დროს მას ირჩევენ პეტერბურგის საიმპერატორო საარქეოლოგიო საზოგადოების წევრად.
 
ხანდახან უსახსრობის გამო იძულებული იყო თავისი კოლექციის რომელიმე ექსპონატი გაეყიდა, რის გამოც ის ექსპონატს სურათს უღებდა და თავის ფოტოაარქივში ინახავდა. ასეთი არქივის ფოტოდოკუმენტებს ის პრაქტიკულადაც იყენებდა, ჰქმნიდა ალბომებს და უგზავნიდა რუსეთის სამეცნიერო წრეებს.
 
[[1889]] წელს ალ. როინაშვილი თბილისში ბრუნდება საბოლოოდ სადაც მან გააგრძელა ქართული კულტურაზე ზრუნვა და პოპულარიზაცია. როინაშვილს თბილისში სამი ფოტო-ატელიე ეკუთვნოდა. ალექანდრე როინაშვილი იყო იმ პირველთაგანი რომელიც იღწვოდა რომ თბილისში გახსნილიყო ეროვნული მუზეუმი, სადაც თავს მოიყრიდა და შეინახებოდა კავკასიის ეთნოგრაფიული მასალა ნათ შორის კი მის მიერ ოცი წლის მანძილზე დაგროვილი უნიკალური მასალა. [[1886]] წლის 22 მაისს თავისი ნაღვაწი სანოტარო წერილით უანდერძა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. მთელი მისი ქონება: ფოტოგრაფიული სახელოსნები, ნეგატივები, აპარატები, ფოტო სურათები, არქეოლოგიური და ანტიკვარული ნივთები, აგრეთვე კაპიტალი და მოძრავი ქონება მისი სიკვდილის შემდეგ გადადიოდა საზოგადოების საკუთრებაში. იქედან გამომდინარე რომ საზოგადოებას არ გააჩნდა შენობა სადაც მუზეუმს განათავსებდა მან თხოვნით მიმართა ზუბალაშვილს შეეწირა მათთვის მიწა მუზეუმისათვის. არქიტექტორ პ.ფ. შტერნს შეადგენინა შენობის პროექტი.

სანავიგაციო მენიუ