კონსტანტინე ზანისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინე ზანისის დიპლომი. პირველი კავკასიური ფოტოგამოფენა, 1897

კონსტანტინე მათეს ძე ზანისი (1864–1947) — რუსი ფოტოგრაფი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობა ალექსანდროპოლში გაატარა. 1878 წელს ოჯახი გადმოსახლდა თბილისში და იმავე წელს სასწავლებელში ჩააბარა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მოეწყო კერძო ფოტოგრაფიულ სახელოსნოში. 1890-1901 წლებში მიწვეული იყო კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურში ფოტოგრაფად[1]. 1897 წელს მონაწილეობა მიიღო მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების პირველ კავკასიურ გამოფენაზე, სადაც ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. 1901 წელს საიუბილეო კავკასიის გამოფენაზე მას მიაკუთვნეს მცირე ოქროს მედალი (დიდი ოქროს მედალი ერგო ცნობილ ფოტოგრაფს ედუარდ კლარს). მედალზე ამოკვეთილია „შრომისა და ცოდნისათვის“. 1904 წელს დაინიშნა კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო-ტოპოგრაფიული განყოფილების ფოტოგრაფიის ხელმძღვანელად.[2]

საქართველოს პირველი რესპუბლიკის წლებში (1918-1921) იყო სამხედრო სამინისტროს ფოტოგრაფიის გამგე. საბჭოთა პერიოდში აგრძელებდა მუშაობას სამხედრო-ტოპოსგრაფიულ დაწესებულებაში. იგი მონაწილეობდა ფოტოგრაფიული შემოქმედებითი კავშირების მუშაობაში, ფოტოგამოფენებში, აზიარებდა ხელოვნებას ფოტოგრაფების ახალ თაობას. 1936 წელს მას მიენიჭა შრომის გმირის წოდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]