დიმიტრი ნიკიტინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიმიტრი ალექსის ძე ნიკიტინი (რუს. Дмитрий Алексеевич Никитин) — რუსი ფოტოგრაფი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ნიკიტინზე მწირე ცნობები არსებობს. ცნობილია რომ, ნიკიტინმა იმსახურა ტფილისში დაახლოებით 20 წელი. 1863 წელს მუშაობს ექიმის თანაშემწედ ჰოსპიტალში, მიიწევს სამსახურეობრივ საფეხურებზე, ხდება საგანგებო დავალებათა ჩინოვნიკი, თავისუფალ დროს კი ფოტოგრაფიას უთმობს.

1874 წელს ტფილისში შეიქმნა კავკასიის სამხატვრო საზოგადოება რეგიონში სამხატვრო მოღვაწეობის განვითარების მიზნით. საზოგადოებამ დააარსა მხატვრულ ნაწარმოებთა მუდმივი გამოფენა და ითვალისწინებდა გადაღებებისთვის ფოტოგრაფიული პავილიონის მოწყობასაც. ამგვარად, პროფესიონალ ფოტოგრაფებსა და ფოტოგრაფიის მოყვარულებს გაუჩნდათ ურთიერთობის, ფოტოგრაფიის პრობლემებზე მსჯელობის, გამოფენილი ნამუშევრების შეფასებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.

დ. ნიკიტინი, ვ. ბარკანოვი და დ. ერმაკოვი მივლინებული იყვნენ კავკასიის ფრონტის რუსული ჯარების შტაბში და ქმნიდნენ 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის ფოტომატიანეს. ჩანახატები და გრავიურები მათი ფოტოსურათების მიხედვით იბეჭდებოდა ილუსტრირებულ ჟურნალებში. სამხედრო სურათების ალბომებმა დ. ნიკიტინი ცნობილი გახადეს. იმ დროის ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით ფოტოსურათები სტატიური იყო. მაგრამ ავტორი არჩევდა ფონს რუსი ჯარისკაცების ჯგუფური სურათების გადასაღებად, მხატვრულად განალაგებდა მათ, კარგად ჩანდა ეროვნული ტანსაცმლის დეტალები, იარაღი. ის იღებდა ჯარების პოზიციებს, ცდილობდა მიეღწია მკაფიო პლანებისა და გამოსახულების სიღრმისეული სიმკვეთრისათვის. მოგვიანებით დ. ნიკიტინი დიდი წარმატებით ათავსებდა თავის ფოტოსურათებს სხვადასხვა გამოფენებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]