ვლადიმერ ბარკანოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვლადიმერ ბარკანოვი (დ. 1826 — გ. 1892, თეირანი, ირანი) — რუსი ფოტოგრაფი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1869 წელს ქუთაისში ბარკანოვმა და ვიქტორ ვოიუცკმა გახსნეს ფოტო სალონი[1].

1869 წელს „Bulletin de la Société française de photographie“-ში შესულია ბარკანოვის პირველი განაცხადი წევრობაზე და საზოგადოების მიერ მისი განხილვა. თავის წერილში ბარკანოვი აღნიშნავს რომ ცხოვრობს ქუთაისში და საზოგადოების წინაშე წარდგენილი სურათები გადაღებული აქვს ქუთაისიდან 60-70 ლიეს (≈300 კმ.) მანძილზე მდებარე რეგიონებში.

1870-1875 წლებში იყო ფრანგული ფოტოგრაფიული საზოგადოების წევრი. 1872 წელს მონაწილეობა მიიღო ქალაქ მოსკოვში მოწყობილ პოლიტექნიკური გამოფენაში. გამოფენაზე გააგზავნა კავკასიის ხედების 163 სურათი და ასევე გელათის მონასტერში დაცული უძველესი ქართული სახარების ფურცლების სურათების კოლექცია. 1873 წელს ქალაქ ვენაში მოწყობილ მსოფლიო გამოფენაზე გაგზავნა ფოტოსურათების სერია, სადაც მიანიჭეს ქების სიგელი. იმავე წელს ის გადავიდა თბილისში სადაც გახსნა ფოტოგრაფიული სახელოსნო ერევანსკის (თავისუფლების) მოედანზე. 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს მსახურობდა კავკასიის ფრონტზე სამხედრო კორესპონდენტად. 1880 წლიდან ვლადიმერ ბარკანოვი სურათებს იღებს როგორც პროფესიონალი. 1881 წელს ტულუზაში გამოფენაზე მიანიჭეს პროგრესის დიპლომი.

ვლადიმერ ბარკანოვი გარდაიცვალა თეირანში 1892 წელს, დაკრძალულია სომხური ეკლესიის ეზოში[2].

მისი გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრე ედუარდ კლარი გახდა[3].

ვლადიმერ ბარკანოვის ფოტოები ინახება მრავალ მუზეუმში. მათი ძირითადი ნაწილი თავმოყრილია დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]