ნიკორწმინდის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 55: ხაზი 55:
| ქვეყანა={{GEO}}
| ქვეყანა={{GEO}}
}}
}}
''' ნიკორწმინდა''' — გუმბათოვანი ტაძარი [[ამბროლაურის მუნიციპალიტეტი]]ს [[ნიკორწმინდა (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)|ამავე სახელწოდების]] სოფელში. დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით ტაძარი აუგიათ საქართველოს მეფის [[ბაგრატ III|ბაგრატ III-ის]] დროს [[1010]]-[[1014]] წლებში.
''' ნიკორწმინდა''' — გუმბათოვანი ტაძარი [[ამბროლაურის მუნიციპალიტეტი]]ს [[ნიკორწმინდა (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)|ამავე სახელწოდების]] სოფელში. X ს-ის ბოლოს რაჭის საერისთავოს შექმნის შემდეგ, ერთიანი ფეოდალური საქართველოს პირველი მეფის [[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ III-ის]] ბრძანებით საძირკველი ჩაეყარა წმინდა ნიკოლოზის სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც ამ საერისთავოს კულტურულ ცენტრად იქცა.
[[<big>ისტორია</big>]] ნიკორწმინდის ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა. ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია. ეს კი იშვიათი შემთხვევაა. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. XVI საუკუნეში იმერეთის მეფის, [[ბაგრატ III (იმერეთის მეფე)|ბაგრატ III-ის]] ხელშეწყობით ნიკორწმინდა განაახლეს. ამ ფაქტის დამადასტურებელია 1534 წელს მეფის მიერ ტაძრისათვის ბოძებული სიგელი: ,,ჩვენ მეფეთ მეფემან ბაგრატ... ხელ-ვყავით აღშენებად დაკნინებულისა მონასტრისა... და შევქმენ საყდრად საეპისკოპოსოდ''. აქედან მოყოლებული, ნიკორწმინდა რაჭის საეპისკოპოსო ტაძრად მოიხსენიება. ნიკორწმინდის შესახებ ბევრი ისტორიკოსი თუ მოგზაური წერდა. XVIII საუკუნეში ტაძარი დაუთვალიერებიათ რუს ელჩებს, ტოლოჩანოვსა და იევლევს: ,,გავემგზავრეთ ალექსანდრე მეფის რაჭაში... ეკლესია ქვისაა, დიდი, საქმედ საკვირველი, ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელზე... ეკლესიის ახლოს არის ქვის გალავანი ორი კარით. იმავე ეკლესიაში დასაფლავებული არიან მეფის მახლობელი ნათესავები... აკლდამები გამართულია ეკლესიის კედლებში''. ელჩების ჩანაწერებში მოხსენიებულია ეკლესიის გალავანი, რომელიც დღესდღეისობით მორღვეულია, მხოლოდ მისი ნაშთებია შემორჩენილი. ხოლო რაც შეეხება მეფის ახლობელთა აკლდამებს, ისინი ძეგლის განახლებისას გადაუფარავთ.

==არქიტექტურა==
==არქიტექტურა==
ტაძარი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია, დასავლეთით სწორკუთხა მკლავი აქვს. აფსიდის შვერილებზე, რომელთაც ნახევარსვეტის ფორმა აქვთ, აღმართულია გუმბათის ყელი. ექვსწახნაგად ან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. საკურთხევლის აფსიდის ბემისა და დასავლეთის მკლავის გამო შინაგანი სივრცე შესამჩნევად არის დაგრძელებული. მთავარი ღერძის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ინტერიერში შემონახულია XVII საუკუნის ფრესკები, გვიანდელი ხანის ქართული კედლის მხატვრობის დამახასიათებელი ნიმუშები.
ტაძარი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია, დასავლეთით სწორკუთხა მკლავი აქვს. აფსიდის შვერილებზე, რომელთაც ნახევარსვეტის ფორმა აქვთ, აღმართულია გუმბათის ყელი. ექვსწახნაგად ან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. საკურთხევლის აფსიდის ბემისა და დასავლეთის მკლავის გამო შინაგანი სივრცე შესამჩნევად არის დაგრძელებული. მთავარი ღერძის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ინტერიერში შემონახულია XVII საუკუნის ფრესკები, გვიანდელი ხანის ქართული კედლის მხატვრობის დამახასიათებელი ნიმუშები.

17:05, 4 აგვისტო 2014-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკორწმინდა.
ნიკორწმინდა
ნიკორწმინდის ტაძარი — საქართველო
ნიკორწმინდის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°28′00″ ჩ. გ. 43°05′40″ ა. გ. / 42.46667° ჩ. გ. 43.09444° ა. გ. / 42.46667; 43.09444
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ნიკორწმინდის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება 1010-1014 წ.
დეტალები

ნიკორწმინდა — გუმბათოვანი ტაძარი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფელში. X ს-ის ბოლოს რაჭის საერისთავოს შექმნის შემდეგ, ერთიანი ფეოდალური საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის ბრძანებით საძირკველი ჩაეყარა წმინდა ნიკოლოზის სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც ამ საერისთავოს კულტურულ ცენტრად იქცა. [[ისტორია]] ნიკორწმინდის ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა. ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია. ეს კი იშვიათი შემთხვევაა. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. XVI საუკუნეში იმერეთის მეფის, ბაგრატ III-ის ხელშეწყობით ნიკორწმინდა განაახლეს. ამ ფაქტის დამადასტურებელია 1534 წელს მეფის მიერ ტაძრისათვის ბოძებული სიგელი: ,,ჩვენ მეფეთ მეფემან ბაგრატ... ხელ-ვყავით აღშენებად დაკნინებულისა მონასტრისა... და შევქმენ საყდრად საეპისკოპოსოდ. აქედან მოყოლებული, ნიკორწმინდა რაჭის საეპისკოპოსო ტაძრად მოიხსენიება. ნიკორწმინდის შესახებ ბევრი ისტორიკოსი თუ მოგზაური წერდა. XVIII საუკუნეში ტაძარი დაუთვალიერებიათ რუს ელჩებს, ტოლოჩანოვსა და იევლევს: ,,გავემგზავრეთ ალექსანდრე მეფის რაჭაში... ეკლესია ქვისაა, დიდი, საქმედ საკვირველი, ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელზე... ეკლესიის ახლოს არის ქვის გალავანი ორი კარით. იმავე ეკლესიაში დასაფლავებული არიან მეფის მახლობელი ნათესავები... აკლდამები გამართულია ეკლესიის კედლებში. ელჩების ჩანაწერებში მოხსენიებულია ეკლესიის გალავანი, რომელიც დღესდღეისობით მორღვეულია, მხოლოდ მისი ნაშთებია შემორჩენილი. ხოლო რაც შეეხება მეფის ახლობელთა აკლდამებს, ისინი ძეგლის განახლებისას გადაუფარავთ.

არქიტექტურა

ტაძარი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია, დასავლეთით სწორკუთხა მკლავი აქვს. აფსიდის შვერილებზე, რომელთაც ნახევარსვეტის ფორმა აქვთ, აღმართულია გუმბათის ყელი. ექვსწახნაგად ან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. საკურთხევლის აფსიდის ბემისა და დასავლეთის მკლავის გამო შინაგანი სივრცე შესამჩნევად არის დაგრძელებული. მთავარი ღერძის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ინტერიერში შემონახულია XVII საუკუნის ფრესკები, გვიანდელი ხანის ქართული კედლის მხატვრობის დამახასიათებელი ნიმუშები.

ეკლესიის ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ქვითა და დამუშავებულია უწყვეტი თაღედით. ასეთივე თაღედით არის დამუშავებული 12-სარკმლიანი გუმბათის ყელიც. ტაძარი უხვად არის შემკული მდიდრული ჩუქურთმებით, დიდი ადგილი უჭირავს აგრეთვე სიუჟეტურ მრავალფიგურიან რელიეფებს, მრავალფიგურიან სცენებს ("ფერისცვალება", "მეორედ მოსვლა", "ჯვრის ამაღლება"), წმინდანების ფიგურებს, რეალურ და ფანტასტიკურ ცხოველებს, გამოსახულებებს, რომლებიც ერთი მთლიანი, წინასწარ გააზრებული პროგრამის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ. სარკმლებს ირგვლივ შემოუყვება ჩუქურთმიანი არშიები. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები მოგვიანებითაა მიშენებული, მაგრამ ისინიც XI საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება.

1534 წელს შენობა განუახლებია იმერეთის მეფეს ბაგრატ III-ს. ამავე პერიოდისაა ტაძრის ფრესკული მოხატულობა. ტაძრის ეზოში აღმართული სამსართულიანი სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული.

საინტერესო ფაქტები

2007 წლის 24 ოქტომბრიდან ნიკორწმინდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[1]

2012 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ჭვარტლით დაფარულ კარიბჭეებში აღმოჩნდა XVI საუკუნის მანამდე უცნობი ფრესკები: ტაძრის ქტიტორთა, ადგილობრივ ფეოდალთა და მთავარანგელოზ მიქაელის გამოსახულებები. ერთ-ერთი ფრესკული წარწერა იხსენიებს ტაძრის მომხატველს, ვინმე ჯავახაძეს. ქტიტორთა გამოსახულებებთან მოხსენიებულია ორი გვარი, ჯავახაძეები და წულუკიძეები.[2]

გალერეა

ალბომი

ფრესკები
ფრესკის ფრაგმენტი
ფრესკის ფრაგმენტი
ფრესკის ფრაგმენტი
ფრესკის ფრაგმენტი
ფრესკის ფრაგმენტი
ფრესკის ფრაგმენტი
ფრესკის ფრაგმენტი
ფრესკის ფრაგმენტი
ფრესკის ფრაგმენტი
ფრესკის ფრაგმენტი
ფრესკის ფრაგმენტი
ფრესკის ფრაგმენტი
ფრესკის ფრაგმენტი
ფრესკის ფრაგმენტი
ფრესკის ფრაგმენტი
ფრესკის ფრაგმენტი
ჩუქურთმები
ფასადის ფრაგმენტი
ფასადის ფრაგმენტი
ფასადის ფრაგმენტი
ფასადის ფრაგმენტი
ფასადის ფრაგმენტი
ფასადის ფრაგმენტი
ფასადის ფრაგმენტი
ფასადის ფრაგმენტი
ფასადის ფრაგმენტი
ფასადის ფრაგმენტი
ფასადის ფრაგმენტი
ფასადის ფრაგმენტი
ფასადის ფრაგმენტი
ფასადის ფრაგმენტი


რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

სქოლიო

  1. http://whc.unesco.org/en/tentativelists/5229/
  2. ნინო ჯაფარიძე, საქართველოს უცნობი ფრესკები. ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი «ისტორიანი»/გაზეთი «კვირის პალიტრა». 04-06-2012.