წულუკიძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წულუკიძეთა საგვარეულო გერბი.

წულუკიძეები — ფეოდალური საგვარეულო დასავლეთ საქართველოში; ცნობილია 1451 წლიდან. იოანე ბატონიშვილის ცნობით, თავადის წოდება მიუღიათ იმერთა მეფის გიორგი III-ის ზეობისას, 1605 წელს.[1]

წულუკიძეები ფლობდნენ სათავადოს რაჭაში და ქვემო იმერეთის სარდლის სახელოს; საძვალედ ჰქონდათ ნიკორწმინდის მონასტერი. რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის დაპყრობის შემდეგ, საგვარეულოს დაუმტკიცდა თავადობა 1850 წ.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. იოანე ბაგრატიონი (ბატონიშვილი) (1768-1830), წულუკიძე (იმერეთის თავადნი). შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა.