შეუბნის მონასტერი
იერსახე
შეუბნის მონასტერი – მონასტერი სოფელ შეუბანში, ონის მუნიციპალიტეტში. ეკლესია, რომელსაც „სინაწმინდას“ უწოდებენ, მდებარეობს მაღალ ტყიან სერზე. აქ, თქმულების მიხედვით, თამარ მეფის ერთი ნაწნავი ინახებოდა. ვარაუდობენ, რომ ტაძარი აიგო X საუკუნეში. ის 1920–იან წლებში ნახევრად დაუნგრევიათ. დღეს ეკლესიის მხოლოდ კედლების ნაწილია შემორჩენილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვაჟა გობეჯიშვილი, რაჭის მონასტრები, თბ., 2006, გვ. 55–56