სხიერის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სხიერის მონასტერი – მონასტერი სოფელ სხიერში, ონის მუნიციპალიტეტში. მონასტერში მდებარეობს „მირიანეული უძრავი“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. მეცნიერთა ვარაუდით, სამონასტრო ცხოვრებას აქ საფუძველი IX საუკუნეში ჩაეყარა. ეკლესია ერთნავიანი შენობაა (7X4 მ.), აგებულია ქვითკირისგან. ეკლესიიის მხატვრობა მხოლოდ ტაძრის მაღლითა ნაწილშია შემორჩენილი. გიორგი ბოჭოიძის თქმით, „ეკლესიაში ინახებოდა ქვის ფიცარი (86X71 სმ.), რომელიც ძველი ეკლესიის ან მისი ერთადერთი შენობის კედელში უნდა ყოფილიყო გაკეთებული; მასზე ნაქანდაკევია ანგელოზებისა და საერო–სასულიერო პირთა სახეები ხუცური წარწერით. ქანდაკებისა და წარწერების თვალსაზრისით ძეგლი ეკუთვნის IX-X საუკუნეებს“. ტაძარს გააჩნია უნიკალური კანკელი, რომელცი IX საუკუნით თარიღდება და კანკელთა აღმართვის უძველეს ეტაპს განეკუთვნება. შემორჩენილია 2 კილომეტრიანი წყალგაყვანილობის ნაშთები, რომლითაც სასმელი წყალი მიუყვანიათ მონასტრამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვაჟა გობეჯიშვილი, რაჭის მონასტრები, თბ., 2006, გვ. 28–29