სანდრო ახმეტელი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
| პორტრეტი = ახმეტელი, სანდრო.jpg
| წარწერა = რეჟისორი
| დაბ თარიღი = [[14 აპრილი|14 (1) აპრილი]], [[1886]]
| დაბ ადგილი = სოფელი [[ანაგა]], [[სიღნაღის მუნიციპალიტეტი]]
| განათლება =
|სხვადასხვა
}}
'''ალექსანდრე (სანდრო) ვასილის ძე ახმეტელი''' (დ. 1 აპრილი/[[14 აპრილი|14 (1) აპრილი]], [[1886]], სოფ. [[ანაგა]], ახლანდელი [[სიღნაღის მუნიციპალიტეტი]] გ. [[29 ივნისი]], [[1937]]), [[ქართველები|ქართველი]] რეჟისორი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს[[საქართველო]]ს სახალხო არტისტი (1933).
 
== ბიოგრაფია ==
 
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო არქივში დაცულია დოკუმენტი, რომელიც გვამცნობს, რომ [[1886]] წელს, 14 აპრილს, [[სიღნაღი]]ს მაზრის სოფელ ანაგის თომა მოციქულის სამრევლო ეკლესიის დიაკვანს, ვასილ დავითის ძე ახმეტელიშვილს და მის მეუღლეს, მარიამ ივანეს ასულ ოდიშელიძეს შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს. ახალშობილი ოთხი დღის მერე, იმავე ეკლესიაში მონათლეს. ნათლია ყოფილა მნათეს დიმიტრი ახმეტელიშვილის მეუღლე – ქრისტინე.
 
ოჯახი [[1891]] წლიდან საცხოვრებლად გადადის [[თელავი|თელავში]]. მამამისი სოფელ კოღოთოს[[კოღოთო]]ს ეკლესიის მღვდელი იყო.
 
[[1900]] წელს სანდრო ახმეტელმა დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი. ოჯახი შემდეგ განჯაში[[განჯა]]ში გადადის და სანდროც განჯის გიმნაზიის მოსწავლე ხდება. იგი თავისუფალი აზროვნებისათვის გიმნაზიიდან გარიცხეს. ძლივს აღადგინეს თბილისის გიმნაზიაში, სადაც გიმნაზიის ინსპექტორი ყოფილა ქართული კულტურის დიდი მოღვაწე [[ექვთიმე თაყაიშვილი]]. სანდროს ჯერ კიდევ მაშინ იზიდავდა თეატრი და მისი ცხოვრება.
 
[[1905]] წელს დაიჭირეს თავისუფალი აზრის გამოხატვისათვის. შემდეგ მიდის თელავში, სწორედ აქ გაიცნო ცნობილი პუბლიცისტისა და მწერლის [[ივანე როსტომაშვილისროსტომაშვილი]]ს ასული ტასო. [[1907]] წელს ტასოზე ჯვარი დაიწერა. იმავე წელს კი ვაჟი - შალვა შეეძინათ.
 
[[1916]] წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მასთან უსწავლია [[შალვა ნუცუბიძე]]ს და [[გიორგი ციციშცილი|გიორგი ციციშვილს]]. უნივერსიტეტში სწავლისას შეუქმნია აეროპლანის მოდელი, რასაც აქვეყნებს იმდრონდელი ,,ცნობის ფურცელი”.
 
[[1910]] წელს [[ქვემო მაჩხაანი|ქვემო მაჩხაანში]] პირველად გვევლინება, როგორც რეჟისორი. აქ დადგა [[ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინისიუჟინი]]ს პიესა ,,ღალატი”. სანდრო თვითონ ჰქმნიდა გრიმებს და კოსტიუმების მოდელებს.
 
[[1919]] წელს თბილისის საოპერო სტუდიაში დადგა [[დიმიტრი არაყიშვილისარაყიშვილი]]ს "[[თქმულება შოთა რუსთაველზე]]".
 
[[1920]] წელს მიიწვიეს რეჟისორად თბილისის ქართულ თეატრში, სადაც დადგა სანდრო შანშიაშვილის "[[ბერდო ზმანია]]".
 
[[1923]] წელს [[კოტე მარჯანიშვილი|კოტე მარჯანიშვილმა]] მიიწვია რეჟისორად თბილისის [[რუსთაველის თეატრი|რუსთაველის სახელობის თეატრში]]. შემდეგ იყო ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი, [[1926]]-[[1935]] წლებში - სამხატვრო ხელმძღვანელი.
 
[[1924]] წელს ახმეტელი იყო ერთ-ერთი ინიციატორი მსახიობთა [[დურუჯი (კორპორაცია)|კორპორაცია "დურუჯის"]] დაარსებისა (1924). იგი იყო კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და მისი მრავალი დადგმის თანაავტორი (ჯ. სინგის "გმირი", 1923; ს. შანშიაშვილის "ჰერეთის გმირები", უ. შექსპირის "უინძორელი ცელქი ქალები", ორივე 1924 და სხვა).
 
1928 წელს ახმეტელმა დადგა ბორის ლავრენიოვის "რღვევა", რომელიც გარკვეული ეტაპი იყო რუსთაველის თეატრის ცხოვრებაში, და ს. შანშიაშვილის "ანზორა". ამ სპექტაკლებში კლასობრივი ბრძოლის ფონზე გახსნილია ახალი ადამიანის ფსიქოლოგიური სამყარო. ახმეტელმა "ანზორში", შ. დადიანის "თეთნულდსა" (1931) და ვ. კირშონის "ქართა ქალაქში" (1929) მასობრივი სცენების საშუალებით, მასისა და ინდივიდის დაპირისპირების შედეგად გამოავლინა ახალი ეპოქის ხასიათი და კოლექტივიზმის ძალა. ახმეტელის შმოქმედებაში ახალი სიტყვა იყო ფრიდრიხ შილერის "ყაჩაღების" (1933) დადგმა (თანადამდგმელი შ. აღსაბაძე). აქ ყაჩაღთა ბრბო გამოყვანილი იყო ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზებულ ძალად.
კომუნისტურმა რეჟიმმა სანდრო ახმეტელი ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა. ამასთანავე, მას ტროცკისტულ-ზინოვიევური ორგანიზაციის წევრობა და ხელოვნების სფეროში მავნებლური საქმიანობა ედებოდა ბრალად: თითქოს ახმეტელს, სხვა რესპუბლიკების ეროვნული თეატრების ხელმძღვანელობის ხელშეწყობით, მეამბოხეთა სამხედრო დაჯგუფებები ჰქონდა შექმნილი ბაქოში, სოხუმში, გროზნოსა და თბილისში. ტერორისტულ ორგანიზაციაში თანამონაწილეობა არ აკმარეს და რეჟისორს ისიც კი დააბრალეს, რომ ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის ფიზიკური განადგურება ჰქონდა განზრახული. დააპატიმრეს მეუღლეც თამარ წულუკიძე-ახმეტელი.
 
[[1937]] წლის 28 ივნისს ალექსანდრე ახმეტელს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა (ქონების კონფისკაციით); ხოლო თამარ წულუკიძე-ახმეტელს – ათი წლით თავისუფლების აღკვეთა.
 
სანდრო ახმეტელი 1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს.
 
1956 წლის 11 თებერვალს საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ალექსანდრე ახმეტელის და მისი მეუღლის თამარ წულუკიძე-ახმეტელის რეაბილიტაცია მოახდინა. (იხილეთ [<ref>http://armuri.wordpress.com/2010/07/20/სანდრო-ახმეტელის-საქმე/</ref> სანდრო ახმეტელის საქმე]).
 
==სპექტაკლები ==
* [[ზაქარია ფალიაშვილი]]ს "ლატავრა".
* [[დიმიტრი არაყიშვილი]]ს "თქმულება შოთა რუსთაველზე" – 1919 წ.
 
== ლიტერატურა ==
* ''კიკნაძე ვ.,'' სანდრო ახმეტელი, თბ., 1964;
* სანდრო ახმეტელი. კრებული, თბ., 1958;
* ''კიკნაძე ვ.,'' ქსე, ტ. 2, გვ. 106-107, თბ., 1977
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.rustavelitheatre.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=9&info_id=461 თამარ წულუკიძე _ 105]
* [http://axmeteli-anaga.blogspot.com/ სანდრო ახმეტელი]
 
== ლიტერატურა ==
* ''კიკნაძე ვ.,'' სანდრო ახმეტელი, თბ., 1964;
* სანდრო ახმეტელი. კრებული, თბ., 1958;
* ''კიკნაძე ვ.,'' ქსე, ტ. 2, გვ. 106-107, თბ., 1977
 
==სქოლიო==
{{სქოლიოს სია}}
 
{{DEFAULTSORT:ახმეტელი, ალექსანდრე}}

სანავიგაციო მენიუ