ანტიოქე II თეოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტიოქე II-ს მონეტა ბერძნული წარწერით: ΒΑΣΙΛΕΩΣ ΑΝΤΙΟΧΟΥ (ანტიოქიის მეფე).

ანტიოქე II თეოსი (ძვ. წ. 286 - 246) – სელევკიდების ელინისტური სახელმწიფოს – სირიის მეფე. ანტიოქე I-ის ძე. მეფობდა ძვ. წ. 261 წლიდან. აღადგინა იონიის ბერძნული ქალაქების დამოუკიდებლობა. ებრძოდა ეგვიპტეს (ძვ. წ. 258-253), წაართვა მას მცირე აზიისა და ფინიკიის ზოგიერთი ოლქი. ხანგრძლივი ომის შემდეგ ეგვიპტეს დაუზავდა და ცოლად შეირთო ეგვიპტის მეფის პტოლემე II ფილადელფოსის ასული ბერენიკე. აღმოსავლეთში დაკარგა ბაქტრია, სოგდიანე და მარგიანე. მეგობრული ურთიერთობა დაამყარა ინდოეთის მეფე აშოკასთან და თავის სამეფოში ბუდიზმის ქადაგების ნება დართო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]