შინაარსზე გადასვლა

ლისიმაქე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლისიმაქე

ლისიმაქე (დ.ძვ. წ. 361 – გ. ძვ. წ. 281) — ალექსანდრე მაკედონელის პირადი მცველი და მხედართმთავარი, რომელმაც მისი სიკვდილის შემდეგ (ძვ. წ. 323) სამმართველოდ თრაკია მიიღო. ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრეების ხელახლა გადანაწილების შედეგად ლისიმაქემ ჰელესპონტის სანაპირო შეიერთა. ძვ. წ. 306 წელს სხვა დიადოქოსების მსგავსად თავი მეფედ გამოაცხადა. ძვ. წ. 287-286 წწ. მაკედონიასაც დაეუფლა. თრაკიაშიც დააარსა ქ. ლისიმაქეა (ლისიმაქეს სახელმწიფოს დედაქალაქი). დაიღუპა სელევკიდებთან ბრძოლაში, ფრიგიაში.