სელევკე I ნიკატორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სელევკე I ნიკატორი
Σέλευκος Α' Νικάτωρ
Seleuco I Nicatore.JPG
სელევკიდების სირიის მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 312
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 280
წინამორბედი: თანამდებბა დაარსდა
მემკვიდრე: ანტიოქე I სოტერი
დაბ. თარიღი: ძვ. წ. 358
დაბ. ადგილი: ევროპოსი, მაკედონია
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 280
გარდ. ადგილი: ლისიმაქია, თრაკია
მეუღლე: აპამა
სტრატონიკა სირიელი
შვილები: ანტიოქე I სოტერი
დინასტია: სელევკიდები
მამა: ანტიოქე
დედა: ლაოდიკა მაკედონიელი

სელევკე I ნიკატორი (ძვ. ბერძნ. Σέλευκος Α' Νικάτωρ; დ. ძვ. წ. 358, ევროპოსი, მაკედონია — გ. ძვ. წ. 281, ლისიმაქია, თრაკია) — სელევკიდების სახელმწიფოსა და სელევკიდების დინასტიის დამაარსებელი, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავარი. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ძვ. წ. 326 წელს ინდოეთში ლაშქრობის დროს. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ, დიადოქოსთა შორის სელევკე I ნიკატორი იყო ერთ-ერთი აქტიური მაძიებელი უმაღლესი მბრძანებლობისა, ძვ. წ. 321 წელს პერდიკასგან (ტახტის რეგენტი) მიიღო სატრაპია ბაბილონეთი. ძვ. წ. 312 წელს აქვე გამაგრდა და თავი დამოუკიდებელ მმართველად (სელევკიდური ერის დასაწყისი) გამოაცხადა. შემოიერთა სხვა პროვინციები: მიდია, სუსიანე, პერსიდა, ბაქტრია და ძვ. წ. 305 წელს თავი მეფედ გამოაცხადა. ამავე წელს წარმატებით ილაშქრა ინდოეთში. დაუზავდა აქაურ მეფეს, ჩანდრაგუპტას: დაუთმო მას მდინარე ინდის დასავლეთით მდებარე მიწები და სამაგიეროდ მიიღო 500 საბრძოლო სპილო. ძვ. წ. 301 წლის იფსოსის ბრძოლის შემდეგ დიადოქოსებს შორის მიწების განაწილების შედეგად მესოპოტამია და სირია მიიღო. ძვ. წ. 281 წელს დაამარცხა ლისიმაქე და თითქმის მთელი მცირე აზია დაიპყრო. ეწეოდა დიდ საქალაქო აღმშენებლობას. სამოცდაათამდე ქალაქი დააარსა. ცდილობდა ბალკანეთის, განსაკუთრებით, მაკედონიისა და თრაკიის დაპყრობას, ამ მიზნით ძვ. წ. 280 წელს ჯარებით გადალახა ჰელესპონტი, მაგრამ ლისიმაქეის მახლობლად პტოლემე კერავნუსმა მოკლა.

ლიტერატურა[რედაქტირება]