საცეცხლური

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საცეცხლური

საცეცხლური — ერთგვარი ჭურჭელი, რომლითაც სასულიერო პირნი აკმევენ საკმეველს. კმევა ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ტაძარში დააწესა ღმერთმა. წმიდა ტრაპეზისა და ხატების კმევა მათდამი მოკრძალებისა და პატივისცემის გამომხატველია. მლოცველთა კმევა გამოხატავს სურვილს, რათა მათი მხურვალე და გულწრფელი ლოცვა ისევე მსუბუქად აიჭრას ზეცისკენ, როგორც საცეცხლურის კვამლი. კმევისას მლოცველები ქედს მოიდრეკენ ხოლმე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჟურნალი „წყარო“, N28, 1995 წ.