ბაირაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბაირაღი (ალამი, დროშა) — ტარზე დამაგრებული ქსოვილის ფართო ნაჭერი. სახელმწიფოს, ეკლესიის ან რაიმე ორგანიზაციის სიმბოლო. ეკლესიის წმიდა დროშა, მაცხოვრის, ღვთისმშობლის, განსაკუთრებით პატივდებული წმინდანთა გამოსახულებით. ჩვეულებრივ ინახება მარჯვენა და მარცხენა კლიროსების ახლოს, საიდანაც დიდ დღესასწაულებზე ჯვრით მსვლელობის დროს გამოაქვთ. ბაირაღი სიმბოლურად მართლმადიდებლობის ამქვეყნად გამარჯვებას მოასწავებს. ასეთი დროშის მატარებელს ბაირახტარი ჰქვია.

ბაირაღს საქართველოს მთიანეთის ზოგ კუთხეში, ხატობის ან სხვა რამ შემთხვევის დროს, გამოასვენებდნენ ხოლმე ტარზე დამაგრებულ ქსოვილს ერთი დიდი ან რამდენიმე პატარა ნაჭრით, რომელზეც წამოცმული იყო ზანზალაკები. ინახებოდა სალოცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „საქართველოს ეკლესიის კალენდარი“ 2005.
  • „მართლმადიდებლის მცირე ლექსიკონი“ 2002.
  • საქართველოს ეთნოგრაფიული ლექსიკონი
  • აკაკი მეგრელიშვილი, „მწუხრისა და ცისკრის ლოცვათა და წირვის განმარტებანი“, თბ. 2003

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]