ოდიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
რუმინული ოდიკი

ოდიკი, აგრეთვე ცნობილია, როგორც ანტიმინსიქრისტიანულ ღვთისმსახურებაში ერთ-ერთი უმთავრესი ნივთი. ქვესაფენელი ტრაპეზზე. ოთხკუთხა ქსოვილი, რომლის შუაგულში გამოსახულია მაცხოვრის დასაფლავება, ხოლო კუთხეებში - ოთხი მახარებელი. ქვეშ წარწერა აქვს, რომელმა ეპისკოპოსმა როდის და რომელი ეკლესიისათვის აკურთხა იგი. ოდიკის შუაგულში, უკუღმა პირიდან გამოკერებულია რომელიმე მოწამის ნაწილი ნიშნად იმისა, რომ პირველი ქრისტიანები საფლავებზე ასრულებდნენ ზიარებას. ოდიკი შეხვეულია ილტონში. ზოგიერთ შემთხვევაში ოდიკი ასრულებს ტრაპეზის მაგივრობას და მასზე სრულდება ლიტურგია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]