დაფარნა
დაფარნა — საგანგებოდ გამოჭრილი და შეკერილი გადასაფარებელი. დაფარნა სამია: ერთი დიდი და ორი პატარა. პატარებით იბურება ბარძიმი და ფეშხუმი ცალ-ცალკე, დიდით – ორივე ერთად. დაფარნა სიმბოლურად აღნიშნავს სახვევლებს, რომელშიც ღვთისმშობელმა შეახვია ახალშობილი ქრისტე და სუდრებს, რომელშიც შეგრაგნეს მიცვალებული ქრისტე.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აკაკი მეგრელიშვილი, „მწუხრისა და ცისკრის ლოცვათა და წირვის განმარტებანი“, თბ. 2003
|