სანაწილე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი სანაწილე. წმინდა მარტინის ეკლესია, ბელგია.
მცირე სანაწილე.

სანაწილევერცხლის ან სხვა რომელიმე ლითონის ყუთი, ფორმით წააგავს პატარა ეკლესიას, რომელშიც ინახება წმინდა ნაწილები; ამ ნაწილებით მღვდელი სხვადასხვა შემთხვევის დროს აზიარებს მომაკვდავს, ავადმყოფს. ამ ნაწილებს მღვდელი ამზადებს დიდ ხუთშაბათს და მთელი წლის მანძილზე იყენებს. სანაწილე წმინდა ნაწილებით დაბრძანებულია ტრაპეზზე. წმინდა ნაწილების სნეულთა სახლში ზიარებისათვის გამოიყენება მცირე სანაწილე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აკაკი მეგრელიშვილი, „მწუხრისა და ცისკრის ლოცვათა და წირვის განმარტებანი“, თბ. 2003