შინაარსზე გადასვლა

ტრიუმფული თაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტრიუმფალური თაღი)
ტიტუსის ტრიუმფული თაღი, 81 წელი

ტრიუმფული თაღი,[1][2][3] სატრიუმფო თაღი, ტრიუმფალური თაღი,[4] სატრიუმფო კარი (ფრანგ. Arc de Triomphe) — რაიმე ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად აგებული დროებითი ან მუდმივი მონუმენტური თაღოვანი კარი. ტრიუმფული თაღი ერთ- ან სამმალიანია, გადახურულია ნახევრად ცილინდრული კამარებით, დაგვირგვინებულია ანტაბლემენტით ან ატიკით, შემკულია ქანდაკებებით, რელიეფებითა და სამახსოვრო წარწერებით. ტრიუმფული თაღი თავდაპირველად ძველ რომში ააგეს გამარჯვებულთა საზეიმო მსვლელობისათვის — ტიტუსის (81), სეპტიმიუს სევერუსის (203), კონსტანტინეს (315) თაღები. შემდეგ ფართოდ გავრცელდა რენესანსის ეპოქაში: პარიზში კარუზელისა (1806, არქიტექტორი შ. პერსიე და პ. ფონტენი) და ვარსკვლავის (1806-1837, არქიტექტორი ჟ. ფ. შალგრენია) მოედნებზე აგებული ტრიუმფული თაღები.

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 54-55.
  2. ხმელიძე თ., გურგენიძე დ., კლიმიაშვილი ლ., ხმელიძე კ., „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი“, ტ. IV, თბილისი: „ტექნიკური უნივერსიტეტი“, 2019. — გვ. 363, ISBN 978-9941-28-496-0.
  3. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ლექსიკონი
  4. „რუსულ ქართული ლექსიკონი“, თბ., 1983, გვ. 771