ვანდომის მოედანი
|
Place VENDÔME | |
|---|---|
| ოლქი | I |
| უბანი | ვანდომის მოედანი |
| იწყება | სენ-ონორეს ქუჩა, 356 |
| მთავრდება | კაპუცინების ქუჩა, 1 |
| სიგრძე | 213 მ |
| სიგანე | 22 & 124 მ |
| შეიქმნა | 7 აპრილი 1699 |
| დაერქვა | |
ვანდომის მოედანი (ფრანგ. Place Vendôme), ადრე „ლუი დიდის“ მოედანი (ფრანგ. Place Louis le Grand) — ერთ-ერთი პარიზის ხუთ სამეფო მოედანთაგან. მდებარეობს პარიზის ოპერის თეატრის სიახლოვეს პირველ მუნიციპალურ ოლქში. მოედანი გაშენდა 1699 წელს არქიტექტორი ჟიულ არდუენ-მანსარის პროექტით ლუი XIV-ის პატივსაცემად. სახელი მოედანს სეზარ ვანდომის პატივსაცემად დაერქვა. მოედანს ამშვენებს კლასიციზმის სტილში ნაგები შენობები, რომლებიც 1720 წელს აიგო.
ვანდომის მოედნის ცენტრში აღმართულია 44-მეტრიანი ვანდომის სვეტი ნაპოლეონის ქანდაკებით, რომის ტრაიანეს სვეტის მსგავსად.
ვანდომის 15 ნომერში მდებარეობს 1898 წელს სეზარ რიცის მიერ გახსნილი ფუფუნებით განთქმული სასტუმრო რიცი. 1979 წლიდან რიცი ეგვიპტის მილიარდერ მოჰამედ ალ-ფაიედს ეკუთვნის, პრინცესა დაიანასთან გარდაცვლილი დოდი ალ-ფაიედის მამას. სწორედ ამ სასტუმროდან გავიდა ალ-ფაიედის მერსედესი იმ ღამეს, როდესაც დ’ალმას მოედნის ქვეშ ისინი ავტოავარიაში დაიღუპნენ.
ვანდომის 12 ნომერში 1849 წელს გარდაიცვალა შოპენი. ამავე შენობაში ნაპოლეონ III-მ მისი მომავალი მეუღლე ევგენია გაიცნო.
ვანდომის მოედანზე მდებარეობს მოდების სახლი შანელის შტაბ-ბინა.

