სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსი
იერსახე
| ქალაქი | |||
|---|---|---|---|
|
სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსი San Antonio de los Baños | |||
|
| |||
| |||
| ქვეყანა |
| ||
| პროვინცია | არტემისა | ||
| კოორდინატები | 22°53′20″ ჩ. გ. 82°29′56″ დ. გ. / 22.88889° ჩ. გ. 82.49889° დ. გ. | ||
| დაარსდა | 1802 | ||
| ფართობი | 127 კმ² | ||
| ცენტრის სიმაღლე | 60 მ | ||
| მოსახლეობა | 46,300 კაცი (2004) | ||
| სიმჭიდროვე | 364,6 კაცი/კმ² | ||
| სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||
| სატელეფონო კოდი | 7 | ||
| საფოსტო ინდექსი | 10xxx–19xxx | ||
სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსი (ესპ. San Antonio de los Baños) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, არტემისის პროვინციაში. დედაქალაქ ჰავანიდან მდებარეობს დაახლოებით 25 კილომეტრში. გაშენებულია მდინარე არიგუანაბოს ნაპირებზე. დაარსდა 1802 წელს.[1] ფართობი 127 კმ². 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 46,300 ადამიანს. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 364,6 ადამიანს კმ²-ზე. ქალაქში არის 39 სკოლა და 600-მდე პედაგოგი ასევე ბიბლიოთეკები. 1987 წელს აქ გაიხსნა საერთაშორისო კინოსკოლა და ტელევიზია. სიახლოვეს მდებარეობს სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსის აეროდრომი.[2]
მოჰყავთ ძირითადად თამბაქო, შაქრის ლერწამი და ანანასი. განვითარებულია ტურიზმი. არის თერმული წყაროები.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Guije.com. სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსი. ციტირების თარიღი: 2007-10-07. (ესპანური)
- ↑ ან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-05. ციტირების თარიღი: 2011-12-03.
| |||||||