შინაარსზე გადასვლა

მარიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მარიელი
Mariel
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია არტემისა
კოორდინატები 23°00′00″ ჩ. გ. 82°45′00″ დ. გ. / 23.00000° ჩ. გ. 82.75000° დ. გ. / 23.00000; -82.75000
ფართობი 269 კმ²
ცენტრის სიმაღლე 5
მოსახლეობა 42.504 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 158,0 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 7
მარიელი — კუბა
მარიელი

მარიელი (ესპ. Mariel) — მუნიციპალიტეტი და ქალაქი კუბაში, არტემისის პროვინციაში, ზღვის დონიდან 5 მ სიმაღლეზე. დედაქალაქ ჰავანიდან მდებარეობს დასავლეთით დაახლოებით 40 კილომეტრში.

მოქცეულია მარიელის უბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. უბის აღმოსავლეთ ნაწილში არის პორტი, აგრეთვე ცემენტის ქარხნები და ელექტროსადგურები, რაც იწვევს გარემომცველი ტერიტორიების ძლიერ დაბინძურებას. უბის დასავლეთ ნაწილში წარმოდგენილი იყო წყალქვეშა ნავების ბაზა, რომელიც შემდგომ თავისუფალი ვაჭრობის ზონად გადაიქცა. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მარიელის პორტი უახლოესი ნავსადგურია.

1980 წელს მარიელიდან 125.000 კუბელი გადაასახლეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ოკეანეში მგზავრობისას გადასახლებულთა გარკვეული ნაწილი დაიღუპა. 2004 წლის მდგომარეობით მარიელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენდა 42.504 ადამიანს.[1]

269 კმ² ფართობზე[2] მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს 158,0 ადამიანს კმ²-ზე.

  1. Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-07. (ესპანური)
  2. Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-07.