არტემისა
იერსახე
ქალაქი | |
---|---|
არტემისა Artemisa | |
ეკლესია ქალაქ არტემისაში | |
ქვეყანა | კუბა |
პროვინცია | არტემისა |
კოორდინატები | 22°48′49″ ჩ. გ. 82°45′48″ დ. გ. / 22.81361° ჩ. გ. 82.76333° დ. გ. |
დაარსდა | 1818 |
ფართობი | 690 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 50 მ |
მოსახლეობა | 81 209 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 117,7 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
სატელეფონო კოდი | 7 |
არტემისა (ესპ. Artemisa) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში. 2010 წლის აგვისტოში ქალაქი არტემისა გახდა ახლად დაარსებული არტემისის პროვინციის დედაქალაქი, რომლის შემადგენლობაშია აგრეთვე ყოფილი ჰავანის პროვინციის 8 მუნიციპალიტეტი და პინარ-დელ-რიოს 3 მუნიციპალიტეტი. არტემისის მუნიციპალიტეტის ფართობია 690 კმ².[1] 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 81 209 ადამიანი.[2] მოსახლეობის სიმჭიდროვე 117,7 ადამიანი კმ²-ზე.
წარმოადგენს რეგიონის კომერციულ ცენტრს. მოჰყავთ შაქრის ლერწამი, თამბაქო, ანანასი და სხვ. ქალაქში მიმდინარეობს სპირტისა და საპნის წარმოება, ქალაქის სიახლოვესაა შაქრის ქარხნები.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არტემისა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-07.
- ↑ Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-07. (ესპანური)
|