შინაარსზე გადასვლა

კუბის პროვინციები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პროვინცია (კუბა))

ადმინისტრაციულად, კუბა იყოფა 15 პროვინციად და ერთ სპეციალურ მუნიციპალიტეტად, რომელიც არც ერთ პროვინციას არ მიეკუთვნება. ბოლო ცვლილებები მიღებულ იქნა 2010 წლის აგვისტოში (კუბის ეროვნული ასამბლეის მიერ), როდესაც ჰავანის პროვინცია ორ ახალ პროვინციად გაიყო: არტემისა და მაიაბეკე. ახალმა პროვინციებმა არსებობა 2011 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. ქალაქ ჰავანის პროვინციამ (Ciudad de La Habana) თავის თავდაპირველი სახელი — ლა-ჰაბანა (La Habana) დაიბრუნა.


დასავლეთიდან აღმოსავლეთით, კუბის პროვინციებია:

  1. პინარ-დელ-რიო
  2. არტემისა
  3. ლა-ჰაბანა
  4. მაიაბეკე
  5. მატანსასი
  6. სიენფუეგოსი
  7. ვილია-კლარა
  8. სანკტი-სპირიტუსი
  9. სიეგო-დე-ავილა
  10. კამაგუეი
  11. ლას-ტუნასი
  12. გრანმა
  13. ოლგინი
  14. სანტიაგო-დე-კუბა
  15. გუანტანამო


1976 წლამდე, კუბა შემდეგ პროვინციებად იყოფოდა (დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ):

  1. პინარ-დელ-რიო
  2. ლა-ჰაბანა, მოიცავდა ქალაქ ჰავანას, მაიაბეკეს და დღევანდელი არტემისის პროვინციის ზოგიერთ მუნიციპალიტეტს.
  3. მატანსასი
  4. ლას-ვილასი (1940 წლამდე სანტა-კლარა), შედგებოდა დღევანდელი კონფუეგოსის, ვილია-კლარასა და სანკტი-სპირიტუსის პროვინციებისაგან.
  5. კამაგუეი (1899 წლამდე პუერტო-პრინსიპე), შედგებოდა დღევანდელი კამაგუეის და სიეგო-ავილის პროვინციებისგან, ისევე როგორც დღევანდელი ლას-ტუნასის პროვინციის ზოგიერთი მუნიციპალიტეტისგან.
  6. ორიენტე (1905 წლამდე სანტიაგო-დე-კუბა), შედგებოდა დღევანდელი ლას-ტუნასის, გრანმის, ოლგინის, სანტიაგო-დე-კუბისა და გუანტანამოს პროვინციებისაგან.

კუბის პროვინციები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ:[1]

პროვინცია დედაქალაქი მოსახლეობა (2005) მოსახლეობა(%) ფართობი(კმ²) ფართობი(%) სიმჭიდროვე
კამაგუეი კამაგუეი 784 1787.0214 13413.250.22
სიეგო-დე-ავილა სიეგო-დე-ავილა 411 7663.685 9625.660.70
სიენფუეგოსი სიენფუეგოსი 395 1833.544 1493.994.54
ლა-ჰაბანა ჰავანა 2 328 00019.707400.73 053,49
გრანმა ბაიამო 822 4527.368 4527.998.20
გუანტანამო გუანტანამო 507 1184.546 3666.082.22
ოლგინი ოლგინი 1 021 3219.149 1058.5109.90
ხუვენტუდი ნუევა-ხერონა 86 5590.772 1992.135.78
არტემისა არტემისა 502 3924.494 0043.75125.5
ლას-ტუნასი ვიქტორია-დე-ლას-ტუნასი 525 4854.706 3736.079.77
მატანსასი მატანსასი 670 4276.0011 66910.056.80
მაიაბეკე სან-ხესე-დე-ლას-ლიახასი 381 4463.413 7333.49102.2
პინარ-დელ-რიო პინარ-დელ-რიო 594 5605.328 8848.3267.00
სანკტი-სპირიტუსი სანკტი-სპირიტუსი 460 3284.126 7376.368.33
სანტიაგო-დე-კუბა სანტიაგო-დე-კუბა 1 036 2819.276 3435.9168.32
ვილია-კლარა სანტა-კლარა 817 3957.318 0697.697.17
კუბა ჰავანა 11 177 743106 827101.72

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]