ბაუტა
იერსახე
ქალაქი | |
---|---|
ბაუტა Bauta | |
ქვეყანა | კუბა |
პროვინცია | არტემისა |
კოორდინატები | 22°59′31″ ჩ. გ. 82°32′57″ დ. გ. / 22.99194° ჩ. გ. 82.54917° დ. გ. |
დაარსდა | 1879 |
ფართობი | 157 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 75 მ |
მოსახლეობა | 45.509 კაცი (2004) |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
სატელეფონო კოდი | 49 |
საფოსტო ინდექსი | 32400 |
ბაუტა (ესპ. Bauta) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, არტემისის პროვინციაში. ქვეყნის დედაქალაქ ჰავანიდან მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთით 40 კილომეტრში. მუნიციპალიტეტის ფართობია 157 კმ².[1] 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 45.509 ადამიანი. მოსახლეობის სიმჭიდროვე უდრის 289.9 ადამიანს კმ²-ზე.[2]
ადგილობრივი სავაჭრო ცენტრია. განვითარებულია სოფლის მეურნეობა. მოჰყავთ თამბაქო, შაქრის ლერწამი, ანანასი და სხვ. ბოლო წლებში ბაუტა გახდა მსახიობებისა და შოუბიზნესის წარმომადგენლების საცხოვრებელი ადგილი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას კვეთს მდინარე ბარაკოა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კუბის მუნიციპალიტეტები
- ↑ Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2011-12-03.
|