რო დე უ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Koreanischer Name გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის
რო, ხოლო სახელი — დე უ.
რო დე უ
რო დე უ
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 თებერვალი, 1988 – 25 თებერვალი, 1993
წინამორბედიჩონ დუ ჰვანი
მემკვიდრეკიმ იონ სამი

დაბადებული4 დეკემბერი, 1932
ტეგუ, კორეა
პოლიტიკური პარტიასენური
რელიგიაბუდიზმი

რო დე უ (კორ. 노태우; დ. 4 დეკემბერი, 1932) — სამხრეთ კორეის პრეზიდენტი 1988-1993 წლებში. გენერალი.

ჩონ დუ ჰვანის შემცვლელი და მისი პოლიტიკის გამტარებელი. გაიმარჯვა 1987 წელს ქვეყანაში გამართულ პირველ დემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში. დაამარცხა ოპოზიციის კანდიდატები კიმ იონ სამი და კიმ დე ჯუნი, რომლებიც თანამიმდევრობით გახდნენ პრეზიდენტები რო დე უს პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ. მისი მმართველობის დროს 1988 წელს სამხრეთ კორეაში გაიმართა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომელიც 17 სექტემბერს სწორედ მან გახსნა.

1993 წელს დააპატიმრეს კორუფციაში ბრალდების გამო. 1996 წელს მიუსაჯეს 22 წელი. 1998 წლის დასაწყისში პრეზიდენტმა კიმ დე ჯუნმა შეიწყალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]