შინაარსზე გადასვლა

ლი მიონ ბაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Koreanischer Name გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის
ლი, ხოლო სახელი — მიონ ბაკი.
ლი მიონ ბაკი
ლი მიონ ბაკი
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 თებერვალი, 2008 – 25 თებერვალი, 2013
წინამორბედინო მუ ჰიენი
მემკვიდრეპაკ კინ ჰე

სეულის მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2002 – 2006
წინამორბედიკო გონი
მემკვიდრეო სე ხუნი

დაბადებული19 დეკემბერი, 1941
ოსაკა, იაპონია
პოლიტიკური პარტიასენური
შვილები4
რელიგიაქრისტიანობა (პროტესტანტიზმი)
ხელმოწერა

ლი მიონ ბაკი (კორ. 이명박?, 李明博?; დ. 19 დეკემბერი 1941, ოსაკა, იაპონია) — სამხრეთ კორეის პრეზიდენტი 2008 წლის 25 თებერვლიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე. ბავშვობაში ატარებდა იაპონურ სახელწოდებას ცუკიამა აკიჰირო (იაპონ. 月山明博).

ლი მიონ ბაკი დაიბადა იაპონიაში ოსაკის პრეფექტურაში კორეული წარმოშობის ოჯახში. მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შემდეგ 1945 წელს მისი ოჯახი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქ ფოჰანში. კორეის ომის დროს მათი ქალაქის დაბომბვის შემდეგ ლი მიონ ბაკის თვალწინ დაიღუპა მისი უფროსი და და უმცროსი ძმა. ომის გამო ლი მიონ ბაკის მამამ დაკარგა სამსახური და ოჯახი იძულებული იყო დასახლებულიყო მიტოვებულ ეკლესიაში. ოჯახის დახმარების მიზნით პატარა ლი მიონ ბაკი ქუჩაში ასანთს ყიდდა. სკოლაში სწავლის პერიოდში დისტროფიის გამო დაკარგა გონება და ოთხი თვის განმავლობაში ვერ მოახერხა სკოლაში სიარული. მიუხედავად ამისა მან წარმატებით დაასრულა სკოლა.

1961 წელს შევიდა კორიოს უნივერსიტეტში, მესამე კურსზე აირჩიეს სტუდენტური კავშირის თავმჯდომარედ. ამ პერიოდს დაემთხვა სტუდენტური მღელვარება პრეზიდენტ პაკ ჩონ ჰის მიერ იაპონიასთან დადებული ხელშეკრულების გამო. დემონსტრაციებში მონაწილეობდა ლი მიონ ბაკიც, როგორც სტუდენტური საბჭოს თავმჯდომარე. იგი დააპატიმრეს და მიუსაჯეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ პერიოდიდან მას უწოდებდნენ „დემოკრატიზაციის პირველი ეტაპის აქტივისტს“.

ლი მიონ ბაკის სახელი უსაფრთხოების სამსახურს შავ სიაში ჰყავდა შეყვანილი, როგორც ყველაზე საშიში დამნაშავე, რის გამოც მას არ შეეძლო სამსახურის შოვნა. მან პრეზიდენტ პაკ ჩონ ჰის წერილი მისწერა, რის შემდეგაც 1965 წელს პრეზიდენტის განკარგულებით მცირე სამშენებლო კომპანიაში („Hyundai Construction“) დააწყებინეს მუშაობა. 5 წლის მუშაობის შემდეგ 29 წლის ლი მიონ ბაკი გახდა კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი.

33 წლის ასაკში ლი მიონ ბაკს ექიმებმა დაუდგინეს ღვიძლის ვირუსული ანთება და აუკრძალეს მუშაობა. მისმა ცოლმა შეიტყო, რომ აღნიშნულ დაავადებას კურნავდა გველთევზას ხორცი და თავად წავიდა მის დასაჭერად. შედეგად ლი მიონ ბაკი გამოჯანმრთელდა.

1977 წელს 35 წლის ლი მიონ ბაკი გახდა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და გახდა სამხრეთ კორეაში ყველაზე ახალგაზრდა აღნიშნულ თანამდებობაზე.

1988 წელს „Hyundai Construction“-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.

1992 წელს აირჩიეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. 2002 წელს აირჩიეს სამხრეთ კორეის დედაქალაქის სეულის მერად და ამ ტანამდებობაზე დარჩა 2006 წლამდე. 2007 წლის 19 დეკემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მან მიიღო ამომრჩეველთა ხმების 48,7 % და 2008 წლის 25 თებერვალს დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა.

2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მას მონაწილეობა არ მიუღია, რადგან კონსტიტუცია უკრძალავდა ერთსა და იმავე პირს თანამდებობის ზედიზედ დაკავებას. მისი პოლიტიკური მემკვიდრე გახდა მისივე პარტიის წარმომადგენელი პაკ კინ ჰე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]