შინაარსზე გადასვლა

პაკ კინ ჰე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Koreanischer Name გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის
პაკი, ხოლო სახელი — კინ ჰე.
პაკ კინ ჰე
პაკ კინ ჰე
სამხრეთ კორეის მე-11 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 თებერვალი, 2013  10 მარტი, 2017
წინამორბედილი მიონ ბაკი
მემკვიდრეჰვან გეანი

პარტია სენურის ლიდერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 მარტი, 2004  10 ივლისი, 2006
წინამორბედიჩოი ბიონგ რიოლი
მემკვიდრეკანგ ჯი სუპი

დაბადებული2 თებერვალი, 1952 (1952-02-02) (74 წლის)
ტეგუ, სამხრეთი კორეა
ხელმოწერა

პაკ კინ ჰე (დ. 2 თებერვალი, 1952, ტეგუ, სამხრეთი კორეა) — სამხრეთ კორეელი პოლიტიკოსი. პრეზიდენტი 2013 წლის 25 თებერვლიდან 2017 წლის 10 მარტამდე. ეროვნული ასამბლეის წევრი და პარტია სენურის ლიდერი. სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის პაკ ჩონ ჰის (1963-1979) შვილი.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ მიიღო ხმების 42.8% და დაიკავა 152 ადგილი 300 კაციან ეროვნულ ასამბლეაში.

2016 წლის 9 დეკემბერს პარლამენტმა ხმა მისცა პრეზიდენტის იმპიჩმენტს. 2017 წლის 10 მარტს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ერთხმად დაამტკიცა, რომლის შედეგადაც პაკ კინ ჰეს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუწყდა[1].

2021 წლის 24 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია პრეზიდენტ მუნ ჯე ინის მიერ მისი შეწყალების შესახებ.[2][3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Конституционный суд Южной Кореи утвердил импичмент Пак Кын Хе“. Газета.Ru. ციტირების თარიღი: 2017-03-10.
  2. Choe Sang-Hun (December 23, 2021). „South Korea to Pardon Ex-President Park Geun-hye, Imprisoned for Corruption“. New York Times.
  3. გივი ბარამიძე (December 24, 2021). „სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე ინმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალა, რომელიც კორუფციის ბრალდებით სასჯელს 2018 წლიდან იხდიდა“. 1tv.ge.