იუნ სოკ იოლი
გარეგნობა
![]() |
გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი. გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის იუნ, ხოლო სახელი — სოკ იოლი. |
იუნ სოკ იოლი | |
![]() | |
კორეის რესპუბლიკის მე-13 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 მაისი, 2022 – 4 აპრილი, 2025 | |
წინამორბედი | მუნ ჯე ინი |
მემკვიდრე | ჰან დოკ სუ |
დაბადებული | 18 დეკემბერი, 1960 |
ხელმოწერა | ![]() |
იუნ სოკ იოლი (კორ. 윤석열, დ. 18 დეკემბერი, 1960) — სამხრეთკორეელი პოლიტიკოსი, ყოფილი პროკურორი და ადვოკატი, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2022 წლის 10 მაისიდან. იუნი კორეის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 2019-2021 წლებში, პრეზიდენტ მუნ ჯე-ინის ადმინისტრაციის დროს, მსახურობდა.[1]
იუნ სოკ იოლი სეულში დაიბადა. სწავლობდა სეულის უნივერსიტეტში. სამხრეთ კორეის მთავარი პროკურორის რანგში, იუნმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ყოფილი პრეზიდენტის, პაკ კინ ჰეს, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლებაში და საქმის გამოძიებაში.[1][2]
კონსერვატიული სახალხო ძალაუფლების პარტიის წევრმა, იუნმა დაამარცხა დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ი ჯე მიონგი 2022 წლის სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 „Who is Yoon Seok-youl, South Korea’s conservative candidate for president?“. The Economist. ISSN 0013-0613. ციტირების თარიღი: February 13, 2022.
- ↑ Shin, Hyonhee (November 5, 2021). „S.Korea's ex-top prosecutor to challenge Moon's party in 2022 presidential election“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: February 13, 2022.