პაკ ჩონ ჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პაკ ჩონ ჰი
პაკ ჩონ ჰი
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 დეკემბერი, 1963 – 26 ოქტომბერი, 1979
წინამორბედიიუნ ბო სონი
მემკვიდრეჩჰვე გიუ ჰა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 ივლისი, 1961 – 17 დეკემბერი, 1963
წინამორბედიჩან დო იონი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული14 ნოემბერი, 1917
კუმი, კორეა
გარდაცვლილი26 ოქტომბერი, 1979
სეული, სამხრეთი კორეა
პოლიტიკური პარტიასენური
შვილებიპაკ კინ ჰე

პაკ ჩონ ჰი (კორ. 박정희?; დ. 14 ნოემბერი, 1917 — გ. 26 ოქტომბერი, 1979) — სამხრეთ კორეის პრეზიდენტი 1963-1979 წლებში.

დაიბადა 1917 წელს ქალაქ კუმში. ამ პერიოდში კორეა იმყოფებოდა იაპონიის პროტექტორატის ქვეშ. 1932 წელს შევიდა ქალაქ ტეგუს გიმნაზიაში, რომელიც 1937 წელს დაასრულა. 1940 წელს შევიდა მანჯურიის საიმპერატორო არმიაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დააპატიმრეს და მიუსაჯეს სასიკვდილო განაჩენი, თუმცა პრეზიდენტმა ლი სინ მანმა შეიწყალა. კორეის ომის პერიოდში დაუბრუნდა არმიას და გახდა ლოჯისტიკის ექსპერტი. ომის დროს მან აიწყო სამხედრო კარიერა და მიიღო გენერლის წოდება.

აპრილის რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა ნომინალური პრეზიდენტი იუნ ბო სონი, რეალურ ძალაუფლებას კი ფლობდა პრემიერ-მინისტრი ჩან მიონი. მათ არ ჰქონდათ სამხედროების მხარდაჭერა. პაკ ჩონ ჰიმ 1961 წლის 16 მაისს მოაწყო პუტჩი, რომელმაც დაასრულა ქაოსი ქვეყანაში.

1979 წლის 26 ოქტომბერს პაკ ჩონ ჰი დაზვერვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა კიმ ჯე გიუმ დახვრიტა. დაპატიმრების შემდეგ მკვლელმა განაცხადა, რომ პაკ ჩონ ჰი დემოკრატიას უქმნიდა საფრთხეს და მისი მკვლელობა პატრიოტული მოტივებიდან იყო გამომდინარე. კიმ ჯე გიუს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა. განაჩენი შეასრულეს 1980 წლის 24 მაისს.

პაკ ჩონ ჰი დაკრძალულია სეულის ეროვნულ სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]