სამთითა კოდალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამთითა კოდალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  კოდალასნაირნი
ოჯახი:  კოდალასებრნი
გვარი:  სამთითა კოდალა
სახეობა:  სამთითა კოდალა
ლათინური სახელი
Picoides tridactylus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 141719
გავრცელება

სამთითა კოდალა (ლათ. Picoides tridactylus) — ფრინველი კოდალასაბერთა ოჯახისა. გავრცელებულია ევრაზიის წიწვოვან და შერეულ ტყეებში. უპირატესობას ანიჭებს დატბორილ ადგილებს. ბუდობს ჯგუფებად, წლის დანარჩენ დროს ცხოვრების მარტოხელა რითმს მისდევს. იკვებება მწერებით. დამახასიათებელია მსხვილი თავი და ვიწრო ნისკარტი. სხეულის სიგრძე 21-24 სმ, ფრთების შლილი 33-37 სმ. წონა 50-90 გრამი. გვხვდება ევრაზიაში, სკანდინავიიდან და ცენტრალური ევროპიდან დაწყებული კამჩატკის, სახალინის, ჰოკაიდოსა და კორეის ნახევარკუნძულამდე დამთავრებული. ევროპის ცენტრალურ რაიონებში სპორადულადაა გავრცელებული და მაღალმთიან ადგილებში გვხვდება. მცირე პოპულაცია აღრიცხულია საფრანგეთის ალპებსა და გერმანიის დასავლეთით.

საბერძნეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში მეტად იშვიათად ბუდობს. ამ მხრივ, უკეთესი მდგომარეობაა პოლონეთში; გავრცელების არეალის ძირითადი მონაკვეთია რუსეთი, სკანდინავია, მათ შორის ფინეთი. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ადის ზღვის დონიდან 650-1900 მ სიმაღლეზე, მონღოლეთში რეგისტრირებულია ზღვის დონიდან 2300 მ სიმაღლეზე, ხოლო ტიბეტის მთებში 3300-4000 მ სიმაღლეზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]