მიშელ ბაჩელეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერონიკა მიშელ ბაჩელეტ ხერია
ვერონიკა მიშელ ბაჩელეტ ხერია
ჩილეს 36-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 მარტი, 2014 – 11 მარტი, 2018
წინამორბედისებასტიან პინიერა
მემკვიდრესებასტიან პინიერა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 მარტი, 2006 – 11 მარტი, 2010
წინამორბედირიკარდო ლაგოსი
მემკვიდრესებასტიან პინიერა

დაბადებული19 სექტემბერი, 1951 (1951-09-19) (72 წლის)
სანტიაგო, ჩილე
პოლიტიკური პარტიასოციალისტური პარტია
პროფესიაექიმი
რელიგიააგნოსტიციზმი
ხელმოწერა

ვერონიკა მიშელ ბაჩელეტ ხერია (ესპ. Verónica Michelle Bachelet Jeria /βeˈɾonika miˈʃɛl baʃˈle ˈçeɾja/; დ. 29 სექტემბერი, 1951) — ჩილელი სოციალისტი პოლიტიკოსი და ჩილეს პირველი ქალი პრეზიდენტი (2006-2010 წლებში). მან ამომრჩეველთა 53.5%-ით გაიმარჯვა 2006 წლის არჩევნებში გაუსწრო რა მემარჯვენე-ცენტრისტ მილიარდერ ბიზნესმენსა და ყოფილ სენატორ სებასტიან პინიერას. მისი საპრეზიდენტო კამპანიის პლატფორმა იყო ჩილეს თავისუფალი ბაზრის პოლიტიკის გაგრძელება, სოციალური უზრუნველყოფის გაზრდა და ასევე მდიდართა და ღარიბთა შორის მატერიალური ზღვარის შემცირება, რომლითაც ჩილე მსოფლიოში მოწინავეა. მისი პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია 2006 წლის 11 მარტს ჩატარდა. 2013 წლის 15 დეკემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბაჩელეტმა კონკურენტი ქალბატონი ეველინ მატეი დაამარცხა (ორივე ტურის ჯამით 62,71 %) და მეორედ გახდა ჩილეს პრეზიდენტი. მოვალეობის შესრულებას იგი 2014 წლის 11 მარტს შეუდგა. 2018 წლის 11 მარტს თანამდებობა კვლავ სებასტიან პინიერას გადააბარა.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბაზისო განათლება ანტოფაგასტაში მიიღო. მამის პოლიტიკური ორიენტაციის გამო უმაღლესი განათლების მიღება ემიგრაციაში ყოფნის დროს გერმანიაში მოუწია. დაამთავრა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, სადაც დაეუფლა მედიკოსის პროფესიას. 1979 წელს დაბრუნდა სამშობლოში და სწავლა გააგრძელა ჩილეს უნივერსიტეტში, რომელიც 1982 წელს დაამთავრა ექიმ-ქირურგის წოდებით. შემდეგი 4 წელი კი სწავლობდა პედიატრიას ჩილეს სამედიცინო კოლეჯში.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიშელ ბაჩელეტის, როგორც თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში

მისი პოლიტიკური კარიერა სალვადორ ალიენდეს მთავრობის პერიოდში ახალგაზრდა სოციალისტთა რიგებში გაწევრიანებით დაიწყო. აუგუსტო პინოჩეტის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მას პრობლემები არ მოკლებია. პოლიტიკური ორიენტაციის გამო იყო ემიგრაციაში ჯერ ავსტრალიაში, შემდეგ კი გერმანიაში. სამშობლოში დაბრუნებისა და სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ უკვე აქტიურად ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში. ქალბატონი მიშელი მფარველობდა პოლიტპატიმრებისა და პინოჩეტის რეჟიმის მსხვერპლთა შვილებს. პინოჩეტის დიქტატურის დასასრულისათვის ბაჩელეტს საკმაო ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული პოლიტიკურ წრეებში. დემოკრატიული რეჟიმის აღდგენის შემდეგ კი აქტიურად ჩაება ჯანმრთელობის სისტემის რეაბილიტაციის საქმეში. 90-იანი წლების შუა პერიოდში მოისმინა ლექციები სტრატეგიულ შეიარაღებაზე პოლიტიკური სწავლებისა და სტრატეგიის ეროვნულ აკადემიაში. 1997 წელს კი ვაშინგტონის თავდაცვის საერთაშორისო კოლეჯში გაიარა კონტინენტური თავდაცვის კურსები. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ კი პრეზიდენტმა ედუარდო ფრეიმ დანიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ.

1999 წელს დაავალეს პრეზიდენტობის კანდიდატის რიკარდო ლაგოსის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელობა მეტროპოლიტანას რეგიონში. 2000 წელს პრეზიდენტ ლაგოსისაგან მიიღო ჯანმრთელობის მინისტრის პორტფელი, 2002 წლის 7 იანვარს კი ლაგოსმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ჩააბარა. ლათინური ამერიკის ისტორიაში პირველად თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა ქალმა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამა — ალბერტო ბაჩელეტი ჩილეს სამხედრო ძალების გენერალი იყო, რომელმაც გაილაშქრა 1973 წლის სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ და აუგუსტო პინოჩეტის რეჟიმმა დააპატიმრა სამშობლოს ღალატის ბრალდებით. იგი 1974 წლის 12 მარტს ციხის საკანში წამების შედეგად მიღებული ინფარქტით გარდაიცვალა. დედა - ანხელა ხერია პროფესიით არქიტექტორია. გერმანიაში ემიგრაციის დროს ცოლად გაჰყვა ჩილელ არქიტექტორს ხორხე დავალოსს, რომლისგანაც შეეძინა ორი შვილი: სებასტიანი და ფრანცისკა. 1992 წელს მეორედ გათხოვდა და შეეძინა მესამე შვილი სოფია. ამჟამად განქორწინებულია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
რიკარდო ლაგოსი
ჩილეს პრეზიდენტი

20062010
შემდეგი:
სებასტიან პინიერა