შინაარსზე გადასვლა

რიჩარდ ოუენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიჩარდ ოუენი
ინგლ. Richard Owen
დაბ. თარიღი 20 ივლისი, 1804(1804-07-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბ. ადგილი ლანკასტერი[12] [8]
გარდ. თარიღი 18 დეკემბერი, 1892(1892-12-18)[1] [3] [4] [5] [6] [9] [8] [10] [11] (88 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი[8]
დასაფლავებულია წმინდა ანდრიას ეკლესია, ლონდონი
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა კურატორი, ბიოლოგი, პალეონტოლოგი, ზოოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ანატომი, პალეოათროპოლოგი და მწერალი[13]
მუშაობის ადგილი ჰანტერის მუზეუმი, ინგლისის სამეფო ქირურგიული კოლეჯი და ლონდონის ბუნებისმეტყველების მუზეუმი
ალმა-მატერი ედინბურგის უნივერსიტეტი, ლანკასტერის სამეფო წიგნიერების სკოლა და ბარტსი და ლონდონის მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლა
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, სამეფო საზოგადოების წევრი, აბანოს ორდენის რაინდი-კომანდორი, სამეფო მედალი, კოპლის მედალი[14] , კლარკის მედალი, ლინეს მედალი, ბეიკერის სახელობის ლექცია, კრუნის სახელობის პრემია, უოლასტონის მედალი[15] , ორდენი „დამსახურებისათვის“ და ახალი ზელანდიის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი[16]

რიჩარდ ოუენი (ინგლ. Richard Owen; დ. 20 ივლისი, 1804, ლანკასტერი — გ. 18 დეკემბერი, 1892, ლონდონი) — ინგლისელი ზოოლოგი, ანატომი და პალეონტოლოგი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1834). სამედიცინო განათლება მიიღო ედინბურგის უნივერსიტეტსა და წმინდა ბართლომეს ჰოსპიტალში (ლონდონი). 1827–1856 წლებში მუშაობდა სამეფო ქირურგიულ კოლეჯში (ლონდონი, პროფესორი 1836 წლიდან), 1856–1884 წლებში ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის მუზეუმის ბუნებისმეტყველების განყოფილებას.[17]

ვრცელი კვლევები ეკუთვნის ხერხემლიანთა კბილების, ჩონჩხისა და ტვინის შედარებითი ანატომიის სფეროში. დაწერილი აქვს ნაშრომები ნამარხი ძუძუმწოვრების, ქვეწარმავლების, ამფიბიებისა და ფრინველების შესახებ; აგრეთვე მონოგრაფიები მოლუსკებზე (ნაუტილუსი), მხარფეხიანებზე, ორგვარადმსუნთქავ თევზებსა და პრიმატებზე. შექმნილი აქვს ნამარხი ცხოველების შესანიშნავი რეკონსტრუქციები. 1863 წელს პირველმა აღწერა არქეოპტერიქსი. შეისწავლიდა ორგანოების ანალოგიისა და ჰომოლოგიის პრობლემას, თუმცა ჰომოლოგიაში ვერ ხედავდა ცხოველთა საერთო წარმოშობის მტკიცებულებებს. ოუენის იდეალისტური შეხედულებები ყველაზე მკაფიოდ გამოიხატა მის წარმოდგენებში არქეტიპის შესახებ. იყო ჩარლზ დარვინის ევოლუციური იდეების აქტიური მოწინააღმდეგე. მინიჭებული ჰქონდა რაინდის წოდება (1884).[17]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 KNAW Past Members
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 www.accademiadellescienze.it
  9. 9.0 9.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  10. 10.0 10.1 Académie nationale de médecine
  11. 11.0 11.1 Biographical Database of Southern African Science — 2002.
  12. Оуэн Ричард // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  13. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  14. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  15. https://www.geolsoc.org.uk/About/Awards-Grants-and-Bursaries/Society-Awards/Wollaston-Medal
  16. https://www.royalsociety.org.nz/who-we-are/our-people/our-fellows/all-honorary-fellows/
  17. 17.0 17.1 Оуэн Ричард // Большая российская энциклопедия. т. 24. — М., 2014. — стр. 709.