ჰომოლოგია (ბიოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰომოლოგიის მაგალითი: სხვადასხვა არსების კიდურები ჰგავს ერთმანეთს (მსგავსება მონიშნულია ერთნაირი ფერებით)

ჰომოლოგიური (ბერძნ. ὅμοιος — მაგვარი, მსგავსი; ბერძნ. λογος — სიტყვა, კანონი) — ბიოლოგიაში უწოდებენ ცხოველებისა და მცენარეების ორგანოებს, რომლებსაც აგებულების საერთო გეგმა აქვთ, ერთიანი წარმოშობა ახასიათებთ და ანალოგიურ (მაგ., ტიტას ბოლქვი და კარტოფილის გორგილი სახეცვლილი ყლორტებია) ან განსხვავებულ (მაგ., ფრინველის ფრთა და ადამიანის ხელი) ფუნქციებს ასრულებენ. ერთი და იმავე ორგანიზმის ჰომოლოგიურ ორგანოებს მსგავსი ორგანოები ეწოდება. ისინი განლაგებული არიან სხეულის გრძივ ღერძზე სიმეტრიულად (მაგ., ხერხემლიანთა წინა და უკანა კიდურები, ფეხსახსრიანთა კიდურები და პირის დანამატები) ან რაიმე გარკვეული წესის გარეშე (ქერცლები, ბუმბული, თმა, ფოთლები).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]