შინაარსზე გადასვლა

ნაუტილუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაუტილუსი
Nautilus belauensis
Nautilus belauensis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  მოლუსკები
კლასი:  თავფეხიანები
ზერიგი: ნაუტილოიდეები
გვარი:  ნაუტილუსი
ლათინური სახელი
Nautilus

ნაუტილუსი (ლათ. Nautilus) — უხერხემლოთა გვარი თავფეხიანების კლასისა. ნაუტილუსი ოთხლაყუჩიანთა ქვეკლასის ერთადერთი თანამედროვე ჯგუფია. აქვს გარეგანი, სპირალურად დახვეული, საკნებიანი ნიჟარა, რომლის დიამეტრია 30 სმ. საკნებს ჰიდროსტატიკური აპარატის დანიშნულება აქვს. ნაუტილუსის რამდენიმე სახეობა გავრცელებულია ინდოეთის ოკეანეში და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. ნაუტილუსი ფსკერზე ხოხავს ან წყლის ზედაპირზე დაცურავს, იკვებება წვრილი კიბოსნაირებით და თევზებით.