რიო-მუნი
რეგიონი | |||
---|---|---|---|
რიო-მუნი ესპ. Río Muni | |||
| |||
ქვეყანა | ეკვატორული გვინეა | ||
ადმ. ცენტრი | ბატა | ||
შიდა დაყოფა | ლიტორალის პროვინცია, ცენტრო-სურის პროვინცია, კე-ნტემის პროვინცია და ველე-ნზასის პროვინცია | ||
კოორდინატები | 1°30′00″ ჩ. გ. 10°30′00″ ა. გ. / 1.50000° ჩ. გ. 10.50000° ა. გ. | ||
ფართობი | 26 017 კმ² | ||
მოსახლეობა | 882 747 კაცი (2015) | ||
სიმჭიდროვე | 33,93 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] | ||
საფოსტო ინდექსი | 56 | ||
ოფიციალური საიტი | guineaecuatorialpress.com | ||
რიო-მუნი (ესპ. Río Muni; მეორე დასახელება — მბინი) — ეკვატორული გვინეის კონტინენტური რეგიონი, მოიცავს გეოგრაფიულ რეგიონს, რომლის ფართობია — 26 017 კმ². 2015 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 882 747 ადამიანს.[1][2][3]. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბატა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონი ჩრდილოეთით ესაზღვრება კამერუნს, სამხრეთით გაბონს, დასავლეთიდან გარს ერტყმის გვინეის ყურის წყლები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რიო-მუნის ტერიტორია აღმოაჩინეს პორტუგალიელებმა XV საუკუნეში. დასახელება წარმოიშვა ესპანური სიტყვისაგან რიო — «მდინარე» და მუნი — «ჩუმი, მშვიდი». თავდაპირველად რიო-მუნი იყო პორტუგალიის კოლონია, მაგრამ შემდეგ, 1778 წელს, ელ-პარდოს შეთანხმების თანახმად გადავიდა ესპანეთის ხელში. ესპანელები იმედოვებდნენ, რომ ამ ტერიტორიიდან გასაყიდად და სხვა საჭიროებისთვის მონებს მოიპოვებდნენ, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი გარდაიცვალა ყვითელი ციებ-ცხელებისგან და ტერიტორია თითქმის უკაცრიელი გახდა. ადგილობრივ პლანტაციებში (კერძოდ ამ ტერიტორიაზე მრეწველობის ძირითადი დარგი იყო კაკაოს ექსპორტი) მუშა ძალა მნიშვნელოვნად შემცირდა და ამიტომ ამ ტერიტორიაზე გადმოასახლეს სხვა მაცხოვრებლები. რიო-მუნი ესპანეთის გვინეის პროვინცია გახდა მხოლოდ 1959 წელს.
მსხვილი ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რიო-მუნის რეგიონის ყველაზე უფრო მსხვილი ქალაქია რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი — ბატა, მის გარდა რეგიონში არსებობს სხვა დიდი ქალაქები: ევინაიონგი, ებებიინი, აკალაიონგი, აკურენამი, მონგომო და სხვა.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციული თვალსაზრისით დაყოფილია 4 პროვინციად:
ეკვატორული გვინეის ადმინისტრაციული დაყოფა პროვინციებად | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
№ რუკაზე |
პროვინციები | ადმ. ცენტრი | ISO 3166-2 | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა,[1][2][3] ად. (2015) |
სიმჭიდროვე, ად./კმ² | |
4 | ცენტრო-სური | ევინაიონგი | GQ-CS | 9931 | 141 903 | 14,29 | |
5 | კე-ნტემი | ებებიინი | GQ-KN | 3943 | 183 331 | 46,50 | |
6 | ლიტორალი | ბატა | GQ-LI | 6665 | 366 130 | 54,93 | |
7 | ველე-ნზასი | მონგომო | GQ-WN | 5478 | 191 383 | 34,94 | |
სულ | 26 017 | 882 747 | 33,93 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რიო-მუნი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 2015 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი მონაცემები (Census preliminary of Equatorial Guinea’s population. 2015 year). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-12. ციტირების თარიღი: 2017-01-07.
- ↑ 2.0 2.1 2015 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი მონაცემები (geohive. 2015 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-09. ციტირების თარიღი: 2017-01-07.
- ↑ 3.0 3.1 2015 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი მონაცემები (citypopulation. 2015 წელი)