ლიტორალის პროვინცია (ეკვატორული გვინეა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
ლიტორალის პროვინცია
ესპ. Litoral
ქვეყანა ეკვატორული გვინეის დროშა ეკვატორული გვინეა
ადმ. ცენტრი ბატა
კოორდინატები 1°34′29″ ჩ. გ. 9°48′44″ ა. გ. / 1.5747389° ჩ. გ. 9.8124944° ა. გ. / 1.5747389; 9.8124944
ფართობი 6665 კმ²
მოსახლეობა 366 130 კაცი (2015)
სიმჭიდროვე 54,93 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]
ოფიციალური საიტი guineaecuatorialpress.com

ლიტორალის პროვინცია (ესპ. Litoral) — ეკვატორული გვინეის 7-დან ერთ-ერთი პროვინცია. ფართობი — 6665 კმ², 2015 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 366 130 ადამიანს.[1][2][3], იგი ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე პროვინციაა ქვეყანაში. ადმინისტრაციული ცენტრი — ბატა, რომელიც ასევე კონტინენტური გვინეის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრიცაა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს ეკვატორული გვინეის კონტინენტური ნაწილის დასავლეთში. გადაჭიმულია ჩრდილოეთით მდებარე კამერუნის სახელმწიფო საზღვრიდან, სამხრეთით მდებარე გაბონის სახელმწიფო საზღვრამდე. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ცენტრო-სურის პროვინციას. ეკვატორული გვინეის კონტინენტური პროვინციებიდან ერთადერთია, რომელიც გადის ატლანტის ოკეანეზე.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინცია დაყოფილია 7 მუნიციპალიტეტად:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]