ბატა (ეკვატორული გვინეა)
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ბატა ესპ. Bata | |||
| |||
ქვეყანა | ეკვატორული გვინეა | ||
პროვინცია | ლიტორალი | ||
კოორდინატები | 1°51′00″ ჩ. გ. 9°45′00″ ა. გ. / 1.85000° ჩ. გ. 9.75000° ა. გ. | ||
დაარსდა | 1851 | ||
ფართობი | 2500 კვადრატული კილომეტრი | ||
ცენტრის სიმაღლე | 5 მ | ||
მოსახლეობა | 312 000 კაცი (2015) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
სატელეფონო კოდი | 08 | ||
ბატა (ესპ. Bata) — ქალაქი ეკვატორული გვინეის კონტინენტურ ნაწილში. ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე საზღვაო პორტი. ლიტორალის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქ ბატაში მდებარეობს იმავე დასახელების საერთაშორისო აეროპორტი. აქ ასევე მდებარეობს ეკვატორული გვინეის ეროვნული უნივერსიტეტის ერთ-ერთი კამპუსი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1968 წლის ანტი-ესპანური უწესრიგობების და მძიმე ეკონომიკური კრიზისის გამო, რომელიც ქალაქმა გადაიტანა 1970-იან წლებში და 1980-იანი წლების დასაწყისში, ქალაქში შემცირდა ევროპელი მოსახლეობა. ქვეყანაში 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იან წლებში დაწყებულმა ნავთობის ბუმმა ბიძგი მისცა ქალაქის განვითარებას.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქ ბატას, როგორც ეკვატორული გვინეის დასახლებული პუნქტების დიდ უმრავლესობას, აქვს ტროპიკული მუსონური კლიმატი. ნალექების საშუალო თვიური რაოდენობა შეადგენს 1800 მმ-ს. ყველაზე უფრო გრილი და მშრალი თვეა თებერვალი, ხოლო ყველაზე ცხელი თვეა აგვისტო. მშრალი სეზონი გრძელდება დეკემბრიდან მარტის ჩათვლით, ხოლო წვიმიანი აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობის რაოდენობით ქალაქი ბატა ქვეყნის ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია, 2015 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 312 000 ადამიანს.[1]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი ბატა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ღრმა პორტია. მიუხედავად ამისა, ქალაქს არ აქვს ბუნებრივი ნავსაყუდელი საზღვაო გემების და ტვირთების გადამუშავების გასაადვილებლად. ექსპორტის მთავარი დარგებია მერქანი და ყავა.[2] ქა;აქის საერთაშორისო აეროპორტი ახორციელებს რეისებს რამდენიმე ქალაქში, ეკვატორული გვინეის დედაქალაქ მალაბოს და გაბონის დედაქალაქ ლიბრევილის ჩათვლით. ბატაში, როგორც მალაბოში, მდებარეობენ ერთ-ერთი საუკეთესო ოტელები, ოტელ Panafrica-ს ჩათვლით, რომელსაც აქვს ხედი პლაჟისკენ.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Bata“ ვიკისაწყობში.
- ბატა ენციკლოპედია ბრიტანიკა
- Clima en Bata
- Imágenes de la ciudad
- Información y direcciones útiles de Bata
- Postales antiguas de Bata
- Bata en www.geonames.org
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2015 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი მონაცემები (citypopulation. 2015 წელი)
- ↑ Encyclopædia Britannica, Retrieved on June 18, 2008
- ↑ (1977) რედ. Uwechue, Raph: Africa year book and who's who. Africa Journal Ltd.. ISBN 0-903274-05-1.